2022 წელს საქართველოს ელექტროტექნიკის ბაზრის ზომამ 4.4 მლრდ შეადგინა. აქედან საცალო სავაჭრო ბრუნვა 2.1 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 47.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
Galt and Taggart-ის ინფორმაციით, კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების საცალო გაყიდვების წლიური ბრუნვამ თითქმის 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 27%-მდე გაზრდილი მაჩვენებელია. საოჯახო ტექნიკის ბრუნვა 577 მლნ ლარამდე არის გაზრდილი, აქ წლიური ზრდა 13%-ს შეადგენს.
სექტორის ბრუნვა 2021-2022 წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2021 წლის მონაცემებით, ბაზარზე 10%-იანი წილით „ალტა“ ლიდერობს, მას 7%-იანი წილით „ელიტ-ელექტრონიქსი“ მოსდევს, 6% კი „ზუმერს“ აქვს.
რაც შეეხება ტელეფონის ბრენდებს, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მობილური ტელეფონების კუთხით Samsung ლიდერობს 38.4%-ით, შემდეგ 18%-ით მოდის Apple, ხოლო მესამე ადგილს 14.6%-ით Xiaomi-ია.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში 2 007 223 Samsung-ის მიერ წარმოებული მობილური ტელეფონია, 941 394 Apple-ის, ხოლო 766 160 Xiaomi-ის (სტატისტიკაში იგულისხმება ქართულ ქსელებში ჩართული მობილური ტელეფონები).