ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 0.07%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 66.80 გირვანქა სტერლინგია. 

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 2.51%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 44.65 გირვანქა სტერლინგი ღირს.  

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 1.47%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 18.74 გირვანქა სტერლინგია. 

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 3.28 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, "თიბისი ბანკის ჯგუფის" - 2.46 მილიარდ გირვანქა სტერლინგს, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” კაპიტალიზაცია საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 873 მილიონ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 42.58%-ით გაიზარდა, 47.36%-იან ზრდას აჩვენებს ბოლო 6 თვეში "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ღირებულება, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი 58.54%-ითაა მომატებული.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Gult & taggart