ბოლო წლებში საქართველოს გზებზე საინტერესო ტენდენცია შეინიშნება. თუ ადრე მთავარი მოთხოვნა მხოლოდ "გამძლეობა" იყო, დღეს პრიორიტეტები რადიკალურად შეიცვალა. თანამედროვე მძღოლს სურს ტექნოლოგიური გამართულობა, ეკოლოგიურობა და რაც მთავარია — კომფორტი, რომელიც პრემიუმ კლასს შეესაბამება.
სწორედ ამ შეცვლილმა მოთხოვნებმა განაპირობა ის, რომ ბაზარზე არსებული ტრადიციული ავტომობილები ნელ-ნელა ახალმა, ინოვაციურმა ბრენდებმა ჩაანაცვლა. დღეს მომხმარებელი ეძებს ისეთ მოდელს, რომელიც იქნება არამხოლოდ გადაადგილების საშუალება, არამედ ჭკვიანი ასისტენტიც.
ახალი მოთამაშეები და ახალი შესაძლებლობები
ამ ტრანსფორმაციის ეპიცენტრში E-Motors Georgia დგას, რომელმაც ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი თამაშის წესები შემოიტანა. კომპანია არ შემოიფარგლა მხოლოდ ერთი მიმართულებით და მომხმარებელს არჩევანის უპრეცედენტო თავისუფლებას სთავაზობს — დაწყებული საოჯახო მინივენებიდან, დასრულებული ფუტურისტული ელექტრომობილებით.
განვიხილოთ რამდენიმე სეგმენტი, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია:
- •ტექნოლოგიური მომავალი დღეს: მათთვის, ვინც ინოვაციებს ეძებს, IM Motors-ის ხაზი ნამდვილი აღმოჩენაა. მოდელი LS6 თავისი 680 კმ-იანი გარბენითა და 0-დან 100-მდე 5.9 წამში აჩქარებით, ამტკიცებს, რომ ელექტრომობილი შეიძლება იყოს ერთდროულად პრაქტიკულიც და ემოციურიც.
- •საოჯახო კომფორტი ახლებურად: დიდი ოჯახებისთვის, სადაც სივრცე გადამწყვეტია, Forthing U-Tour იდეალურ ალტერნატივას წარმოადგენს. მისი "იახტისებური" დიზაინი და ტრანსფორმირებადი სალონი მგზავრობას სრულიად სხვა გამოცდილებად აქცევს.
- •პრემიუმ ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად:Jetour X70 Plus არის მაგალითი იმისა, რომ მაღალი კლასის მასალები და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები აღარ წარმოადგენს მხოლოდ ლუქს-ბრენდების პრივილეგიას.
რატომ ირჩევენ E-Motors-ს?
მრავალფეროვანი არჩევანის გარდა, მთავარი ფაქტორი, რის გამოც მძღოლებიამ ბრენდებს ენდობიან, არის მომსახურების სრული ციკლი. E-Motors Georgia მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალურ სერვის-ცენტრს, ორიგინალ ნაწილებსა და გრძელვადიან გარანტიას, რაც ავტომობილის ფლობას ბევრად მშვიდს დაკომფორტულს ხდის.
ავტოინდუსტრია იცვლება და ეს ცვლილება უკეთესობისკენაა.
თუ გსურთ ნახოთ, როგორია თანამედროვე ავტოსამყარო, ეწვიეთ E-Motors Georgia-ს ახალ შოურუმს (აკაკი ბელიაშვილის #131) და პირადად გამოსცადეთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ეს მოდელები გთავაზობთ.