კრისტალის ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა - კომპანიაში წარმატებით დაინერგა პირველი რობოტიზებული პროცესები.

როგორც კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია აღნიშნავს, „რობოტიზაცია კრისტალში არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია - ეს არის ჩვენი ხედვის გაგრძელება, სადაც ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ უფრო შემოქმედებითი, სტრატეგიული და შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ კრისტალი გახდეს თანამედროვე, მოქნილი და სრულად ციფრული ფინანსური ორგანიზაცია,“

“რობოტების გამოყენება საშუალებას აძლევს კომპანიას გაზარდოს პროცესების ეფექტურობა, შეამციროს ოპერაციებზე დახარჯული დრო და მინიმუმამდე დაიყვანოს ადამიანური შეცდომების რისკი. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მეტი დრო და რესურსი დაუთმონ არარუტინულ და შემოქმედებით ამოცანებს, რაც მთლიანად ორგანიზაციის განვითარებას უწყობს ხელს” - განმარტავს კრისტალის საოპერაციო დირექტორი, ნინო ფანჯიკიძე.

რობოტიზაციის პროექტი ამ ეტაპზე ცენტრალიზებული ბექ ოფისის დეპარტამენტში დაინერგა. პარალელურად მიმდინარეობს სხვა პროცესების იდენტიფიცირება და მათი ეტაპობრივი ავტომატიზაცია, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს კომპანიის საერთო ეფექტიანობასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას.

რობოტიზებული პროცესების დანერგვა სრულად შეესაბამება კრისტალის სტრატეგიულ მიზანს - ინოვაციური, ტექნოლოგიურად განვითარებული და ეფექტური ფინანსური ინსტიტუტის შექმნას.

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.