მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს თურქეთსა და საქართველოს შორის რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
შეხვედრის მთავარი არბიტრი 42 წლის რადუ პეტრესკუ იქნება, გვერდითი მსაჯის ფუნქციებს ოვიდიუ არტენე და რადუ გუნგულეცი შეასრულებენ. მოეთხე მსაჯია ანდრეი კივულეტე, VAR-ის ოთახში კი კატალინ პოპა და მარსელ ბირსანი იმუშავებენ.
პეტრესკუ საქართველოს ნაკრების შეხვედრას მესამედ გაუძღვება. მან 2018 წელს ერთა ლიგაზე ანდორა-საქართველოს (1:1) დაპირისპირება განსაჯა, ხოლო მეორედ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის მატჩზე 2021 წელს იმუშავა, როდესაც ესპანეთის ნაკრებმა თბილისში საქართველო 2:1 დაამარცხა.
თურქეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდები ქალაქ იზმითში 14 ოქტომბერს შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.