რუსეთი თუ გააგრძელებს ჯიუტად ომის წაქეზებას და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს, მას ფასის გადახდა მოუწევს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ ვინაიდან ღაზაში მიღწეული შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის იმედის სხივს იძლევა, უკრაინაში ომიც უნდა დასრულდეს.

„საფრანგეთი გმობს რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებს, რომელიც, ფაქტობრივად, ზამთრის წინ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს. პარტნიორებთან ერთად, ვიკვლევთ აუცილებელ დახმარებას აუცილებელი სერვისების აღსადგენად და უზრუნველსაყოფად. საფრანგეთი უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უკრაინის გვერდით დგას და სრულად არის ჩართული მსურველთა კოალიციის ფარგლებში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

1tv.ge