იმპორტიორებისთვის ლოგისტიკის დაგეგმვა ხშირად ორ მთავარ გამოწვევას უკავშირდება:

• საზღვაო გადაზიდვა იაფია, თუმცა სატრანზიტო ვადა 70-80 დღემდე იწელება. •  საჰაერო გადაზიდვა სწრაფია, თუმცა მაღალი ხარჯების გამო ხშირად მეტისმეტად ძვირი ჯდება.

ამ დროს საუკეთესო არჩევანი სახმელეთო გადაზიდვებია. WWW.WORLDLOG.GE წლებია, ჩინეთიდან ნაკრები ტვირთის სტაბილურ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას ახორციელებს.

რატომ World Logistics?

  • ზუსტი და პროგნოზირებადი ვადები იმპორტის დაგეგმვისას პრიორიტეტი სატრანზიტო ვადების სიზუსტეა. ტვირთი საქართველოში ჩამოდის ჩინეთის საწყობში მიღებიდან ზუსტად 20-25 დღეში. ეს იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, წინასწარ, ხარვეზების გარეშე გათვალონ მარაგების შევსება.
  • სრული კონტროლი და საკუთარი ინფრასტრუქტურა მარაგების ეფექტური მართვა შეუძლებელია ტვირთის სტატუსზე უწყვეტი ინფორმაციის გარეშე. კომპანია ტრანსპორტირებას საკუთარი ავტოპარკით ახორციელებს და ფლობს საკუთარ საწყობებს გუანჯოუსა და იუს ქალაქებში. ადგილზე არსებული გუნდი უზრუნველყოფს პროცესის სრულ კონტროლს გადაზიდვის თითოეულ ეტაპზე.
  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება ერთ სივრცეში - ხშირად დრო საბაჟო პროცედურებში იკარგება. „ვორლდ ლოგისტიკსში“ საერთაშორისო გადაზიდვასა და საბაჟო-საბროკერო მომსახურებას ერთი გუნდი მართავს, რაც პროცესებს მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს. ლოგისტიკაში დრო კრიტიკული რესურსია. მათთვის, ვისაც სურს ტვირთის მიღება ჩინეთიდან საქართველოში ზუსტად 20-25 დღეში მისაღებ ფასად, WWW.WORLDLOG.GE საიმედო და გამოცდილი პარტნიორია.