საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები რაჭაში გამოვლინდნენ. ოთხი გამარჯვებული პროექტიდან ორს გრანტს გადასცემს GITA, ორ სტარტაპს კი USAID -ის ძლიერი სოფლის პროგრამა დააფინანსებს.

გამარჯვებული პროექტები:

ბიტპულსი - პროექტის მიზანია კრიპტო და „სთოქ ტრეიდერებისთვის“ სწრაფ რეჟიმში სოციალურ ქსელებში არსებული ტრენდების მიწოდება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კრიპტოს/აქციის ფასზე.

ანონიმერი - პროექტის მიზანია საზოგადოების ნაწილს დაეხმაროს საკუთარი აზრის მარტივად გამოხატვაში და სხვადასხვა „კონტენტკრეატორებს“, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მარტივად დაანახოს ხალხის აზრი მათ შეთავაზებულ პროდუქტზე.

ბიომეფუტკრეობის განვითარება SMART ტექნოლოგიების დანერგვის გზით - პროექტის მიზანია მეფუტკრეობის დარგში არსებული პრობლემების და გამოწვევების გადაწყვეტა ჭკვიანი (SMART) ტექნოლოგიების დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ჭკვიანი სკის სისტემა, ჭკვიანი საფუტკრე მეურნეობა და მეურნეობის მართვის აპლიკაცია.

შვირალა - IoT  სისტემის გამოყენებით საკალმახე მეურნეობების პროდუქტიულობის და ეფექტურობის ზრდა.