უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 300 კომპანია დაარეგისტრირეს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022-2023 წლებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიებიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი.

რაც შეეხება მიმართულებებს, ორგანიზაციის ცნობით, ამ 1700-დან კომპანიები წილობრივად შემდეგი მიმართულებით საქმიანობენ:

საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული მომსახურება - 82.1%;

განათლება, ხელოვნება, გართობა - 4.4%;

დიზაინერული და სარეკლამო მომსახურებები - 4.9%;

ვაჭრობა და წარმოება - 3.3%;

სხვადასხვა მომსახურება - 5.3%.