საქართველოში არჩევანი საჯარო და კერძო სკოლებს შორის საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა. სკოლის დაწყების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება სწავლის საფასური, რომელიც როგორც აღმოჩნდა წელიწადში 27500 დოლარამდეც ანუ დაახლოებით 75 000 ლარამდეც კი ადის.
„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, რომელია თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლა:
QSI - საერთაშორისო სკოლა - წლიური გადასახადი 27 500 დოლარი;
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია - 15 000 ლარიდან 26 500 ლარამდე;
ევროპული სკოლა - წლიური გადასახადი ქართულ პროგრამაზე - 5000 ევრო; საერთაშორისო პროგრამაზე - 9000 ევროდან 11000 ევრომდე;
ბრიტანულ ქართული აკადემია - წლიური გადასახადი ქართულ პროგრამაზე 6000 დოლარიდან, ბრიტანულ პროგრამაზე 8000 დოლარიდან.
ახალი სკოლა - წლიური გადასახადი ქართულ პროგრამაზე - 3150 ევრო; ინგლისურენოვან პროგრამაზე - 8200 ევრო;
სკოლა ლოგოსი - წლიური გადასახადი 3100 დოლარიდან 5200 დოლარამდე;
წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა - წლიური გადასახადი 4000 დოლარიდან;
UG School - იუჯი სკოლა - წლიური გადასახადი 11000 ლარი;
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - წლიური გადასახადი 10 800 ლარი;
ნიუტონის თავისუფალი სკოლა - წლიური გადასახადი ქართული პროგრამა - 9000 ლარი, IB პროგრამა - 4000 ევროდან 5500 ევრომდე.
2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოში არსებული 2 308 სკოლიდან 216 კერძოა. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2022-2023 წლებში კერძო სკოლების საშუალო ღირებულებამ 6,500 ლარი შეადგინა, მომდევნო წელს კი კერძო სკოლების საშუალო ფასის 5-10%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.