რა არის შრომის უსაფრთხოება და როგორია ის სტანდარტები, რომლებიც დღეს დამსაქმებლებს ავალდებულებს შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვას და რა სანქციებია გათვალისწინებული იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ წესებს დაარღვევს დამსაქმებელი ამ და სხვა თემებზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი, ნინო ლიპარტიასთან ერთად“ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა მოადგილემ მაია მიქაიამ ისაუბრა. მისი განმარტებით ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელსაც ჰყავს თუნდაც ერთი დასაქმებული, ვალდებულია დაიცვას თავის სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმები.

„შრომის უსაფრთხოება არის, ყველა იმ ნორმების ერთობლიობა, რომელიც საბოლოო ჯამში, დასაქმებულს  უქმნის, უსაფრთხო და ჯანსაღ  სამუშაო გარემოს. მნიშვნელოვანია განათების ფაქტორი სამუშაო სივრცეში, მნიშვნელოვანია მიკროკლიმატი, კონდინცირება, კომპიუტერის მაგიდა, მონიტორიან დანადგართან მუშაობა, დასაქმებულს  უნდა ჰქონდეს იდენტიფიცირებული საფრთხეები თუ რა საფრთხე  არსებობს სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სამშენებლო სექტორში  არსებობს სხვა ტიპის საფრთხეები, რომლის იდენტიფიცირებაც  უნდა მოვახდინოთ მძიმე სექტორში არის მისთვის დამახასიათებელი მძიმე საფრთხეები.

მნიშვნელოვანია, დასაქმებულები, რომლებიც  ასრულებენ საქმეს აღჭურვილნი იყვნენ ინდივიდუალური  დაცვის საშუალებებით , მათ  ჰქონდეს  დაცვის საშუალება და ეს იქნება დაზგა-დანადგარი, სიმაღლეზე მოაჯირის  დამონტაჟება , ღიობის  შევსება თუ  ა.შ. როგორ  შეასრულონ ისე, რომ იყოს  მათი სიცოცხლე დ ა ჯამნმრთელობა დაცული.

როდესაც ვსაუბრობთ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ბუნებრივია  ეს  არის  პირველ რიგში  როგორც  დამსაქმებლის,ასევე  დასაქმებულის  ვალდებულება. ჩვენ რომ მივაღწიოთ იმას, რომ ყველა  სამუშაო ადგილი იყოს  უსაფრთხო, მნიშვნელოვანია  დასაქმებულის ჩართულობაც.“ - აღნიშნა მაია მიქაიამ.

მაია მიქაიამ ორი  ტიპის ინსპექტირება გამოყო, ესენია გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.

„გეგმური ინსპექტირება არის ინსპექტირება, როდესაც ხორციელდება დადგენილი განსაკუთრებით მაღალი თუ დაბალი  სექტორიდან გამომდინარე ობიექტების შერჩევა, რომელსაც წლის განმავლობაში ვამოწმებთ და არაგეგმური ინსპექტირებები, რომლის საფუძველიც შეიძლება გახდეს მოქალაქის საჩივარი, შემოსული შეტყობინება უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ასევე  თვითონ ინსპექტორების მიერ  მიღებული  გადაწყვეტილება, როდესაც მათ სამუშაოების  შესრულების  დროს ნახეს, რომ დარღვეულია  უსაფრთხოების ნორმები.

2022  წელს  ჩვენ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მხოლოდ 2400 აქტივობა გვქონდა განხორციელებული ინსპექტირების ნაწილში და დღეს უკვე 2023 წლის მდგომარეობით  გვაქვს 2700 ინსპექტირება განხორციელებული,  გვაქვს  შესაბამისად  გამოყენებული  შესაბამისი  სანქციები აღმოჩენილ დარღვევებზე“ - აღნიშნა მაია მიქაიამ.

მიქაიას თქმით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შემცირებულია სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა.

„კანონი 2019  წლიდან მოქმედებს და აქედან მოყოლებული ვახორციელებთ ინსპექტირებებს და წლებთან ერთად ჩვენმა განხორციელებულმა ინსპექტირებების რაოდენობამ რამდენიმე ასეულ ათასობით დასაქმებული მოიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ  დამსაქმებელი  თვითონ აცნობიერებს და იცის ის ვალდებულებები, რომელიც მას აქვს დაკისრებული კანონის მიხედვით თუ რა უნდა შეასრულოს, მას  ასევე  ჩვენი მხრიდანაც  აქვს მითითებები თავის სამუშაო  ადგილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან  დაკავშირებით, გაიზარდა საზოგადოების  ცნობიერება , დამსაქმებლებმაც  გააცნობიერეს რომ მათთვის არის  ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ნორმების დაცვა და  სწორედ  ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელი 42%-იანი შემცირებით დავასრულეთ უბედური  შემთხვევების  კუთხით.“ - აღნიშნა მაია მიქაიამ.

მიქაიამ განმარტა, რომ შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, როდესაც ობიექტზე ფიქსირდება კრიტიკული შეუსაბამობები სამსახური უფლება-მოსილია, რომ მიიღოს კრიტიკული გადაწყვეტილება სამუშაო პროცესის  შეჩერების შესახებ დგება შეჩერების ოქმი.

„თუ სამუშაო ადგილზე არ გვაქვს კრიტიკული შეუსაბამობა, ჩვენ ვიყენებთ გაფრთხილებას, რაც გულისხმობს გონივრული ვადის მიცემას დამსაქმებლისთვის, როდესაც მას აქვს  შესაძლებლობა, რომ ამ გონივრულ ვადაში გამოასწოროს ჩვენს მიერ გაცემული მითითებები და  გონივრული ვადის გასვლის შემდეგ ხდება იმის გადამოწმება  გამოსწორდა თუ არა ეს მითითებები და თუ დადგინდა, რომ ან გარკვეული მითითებები შეასრულა, მაგრამ დარჩა გარკვეული მითითებები ამაზე ჩვენ ვიყენებთ სანქციას, სანქციაც არის ბრუნვაზე დამოკიდებული 100 000-მდე ბრუნვის ობიექტები,  100 000-დან  500 000-მდე და 500 000 - დან  ზემოთ წლიური  ბრუნვის ობიექტებთან მიმართებაში და  ჯარიმაც აქედან გამომდინარეობს 200 ლარიდან 1000 ლარის ოდენობით. კომპანიამ რომელმაც  გადაიხადა ჯარიმა  არ  თავისუფლება დარღვევის გამოსწორებისგან.“- აღნიშნა მაია მიქაიამ.