თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ, სახელწოდებით „ქართული ხიზილალა“ წარმადობა 15-20%-ით გაზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე დადიანიძემ განუცხადა, „ქართულმა ხიზილალამ“ ასორტიმენტი გააფართოვა და ცივი და ცხელი შებოლვის პროდუქციის წარმოება დაიწყო.

„ეს გულისხმობს სხვადასხვა სახეობის თევზის როგორც  ცივ, ისე ცხლად შებოლვის პროცესს. ახალი პროდუქტები რეალიზაციაში უკვე ჩავუშვით და ჯერჯერობით, ადგილობრივად, ჩვენივე მეურნეობაში არსებულ საფირმო მაღაზიაში იყიდება“, - განმარტა ალექსანდრე დადიანიძემ.

მისივე თქმით, ახალ პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალი არ არის, რაც ზაფხულის სეზონს უკავშირდება.

business-partner.ge