სხვადასხვა კვლევა მოწმობს, რომ ბრენდირებული ნივთი, რომელიც ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, კომპანიის ვიზუალურ იდენტობას განსაზღვრავს.
ციფრული ინსტრუმენტი ადამიანს წამებში ავიწყდება, პრომო აქსესუარი კი კვირებისა და თვეების განმავლობაში გამოიყენება.
ბრენდირებული მაისურები კომპანიებისთვის ბრენდის გასავრცელებლად ყველაზე ორგანული გზაა. ადამიანი, რომელიც კომპანიის მაისურს ოფისის გარეთაც ატარებს, ბრენდის ამბასადორი ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე ხდება. ამ ეფექტის მისაღებად ერთი პირობის შესრულებაა საჭირო: ტანსაცმელი ისეთი უნდა იყოს, რომ ადამიანმა ის ნებაყოფლობით ჩაიცვას. ეს ხარისხისა და მასალის სწორად შერჩევას გულისხმობს.
კალამი, ბლოკნოტი, თერმო ჭიქა – ეს ნივთები სამუშაო გარემოში ყოველდღიურად გამოიყენება და ოფისში ბრენდის ვიზუალური იდენტობის გამოხატვას ხელს უწყობს. ეფექტი, ერთი შეხედვით, მცირეა, მაგრამ სწორედ ეს "წვრილმანები" ახდენს გავლენას კომპანიის კულტურაზე.
საუკეთესო პრომო აქსესუარების კატეგორია ყველაზე მრავალფეროვანია. თერმოჭიქები, წყლის ბოთლები, Power Bank-ები, ჩანთები – ეს ნივთები ყველა სივრცეში გამოიყენება.
კვლევები ადასტურებს, რომ კომპანიებისგან ნაჩუქარი, გააზრებული ბრენდირებული ნივთის მიმღებ თანამშრომელთა 60% კომპანიას უფრო დადებითად აფასებს. ბრენდირებული საჩუქრის მიმღები თანამშრომლები კომპანიაში, საშუალოდ, 1.5 წლით მეტ ხანს რჩებიან.
კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ისაა, რომ ბრენდირებული საჩუქარი კომპანიის კულტურაზე მეტყველებს. ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებზე ზრუნვას ხარისხიანი, გააზრებული ნივთით გამოხატავს, სხვანაირ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ქართული სარეკლამო კომპანია “კეიპაქსი” PSI-ის, სარეკლამო პროდუქციის ევროპული ინსტიტუტის, წევრია. ეს სერტიფიცირებულ მწარმოებლებთან ევროპაში, ჩინეთსა და თურქეთში პარტნიორობას გულისხმობს.
მინიმალური შეკვეთის რაოდენობა მომხმარებლებისთვის 50 ერთეულია, სტანდარტული შესრულების ვადა კი 25-30 კალენდარული დღე, თუმცა შესაძლებელია ექსპრეს მიწოდებაც, რომელსაც 15 კალენდარული დღე სჭირდება.