უკვე ათი წელზე მეტია, „კავკასფექის“ პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე გადის.
კომპანია ისეთ მსხვილ საერთაშორისო ქსელებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Walmart, Food City და ShopRite.
"კავკასფექის" მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, მისი მრავალწლიანი გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, პლასტიკის სრულად ჩანაცვლება დღემდე ვერ შეძლეს იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც გარემოს დაცვის მიმართულებით ლიდერებად მიიჩნევიან, ამიტომ მთავარი გამოსავალი პლასტიკის გადამუშავებისა და გარემოზე მისი ზემოქმედების შემცირების ეფექტიანი სისტემების განვითარებაა.
,,ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გადის, რაც შარშან და წელს არ დაწყებულა, არამედ 10 წლიანი ისტორია გვაქვს და ყველას უკვირს, როგორ მოვახერხეთ.
ვყიდით პროდუქციის გასაყიდ პროდუქტს. ვთანამშრომლობთ ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: Walmart, Food City და ShopRite. პლასტიკებზე ალტერნატივა რომ ყოფილიყო, მაშინ ამაზე განვითარებული ქვეყნები უკვე იზრუნებდნენ. რეალურად გარემოს დაცვის ინიციატორი ქვეყნებიც კი არ ებრძვიან ასე ხმალამოღებული პლასტიკს.
რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქე და ზოგადად, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას გარემო, მაგრამ იქ, სადაც ჩამოყალიბდა და განვითარდა ეს მსოფლმხედველობა, იქ ვერ მოხდა პლასტიკის ჩანაცვლება, ამიტომაც გადამუშავება არის მთავარი გზა გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად. გარდა ამისა, პლასტიკის აკრძალვის დადგენილება წინააღმდეგობაშია 2016-2030 წლების ნარჩენების მართვის მთავრობის დამტკიცებულ გეგმასთან“,- აღნიშნა "კავკასფექის" მმართველმა პარტნიორმა, ამირან ცერცვაძემ ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში "ბრენდი საქართველო".