რომელია საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ნაყინის მწარმოებელი 5 საწარმო საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021-22 წლების და 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ტოპ 5 ნაყინი საწარმოა ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
2021-22 წლებში ხუთეული უცვლელი იყო და მის შემადგენლობაში შედიოდნენ შემდეგი კომპანიები
შპს ჯი და ჯი ქოოფერეიშენ
კომპანიის 100% წილის მფლობელი გერმანიის მოქალაქე სიმონ გროსია. დირექტორები კი ტარიელ მახარაძე და თეა თაბაგარი. კომპანია 2008 წელს დაფუძნდა. შპს ჯი და ჯი ქოოფერეიშენის სავაჭრო მარკა „ლუკა პოლარე“. როგორც კომპანიის საიტზეა მითითებული კომპანია საქართველოს 4 ქალაქში 19 სხვადასხვა ობიექტზეა წარმოდგენილი. მათ შორის თბილისში - 13, ბათუმში - 4, ქობულეთში 1, რუსთავში 1 ფილიალით და მომხმარებელს 30-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს.
შპს ქართუ-უნივერსალი
კომპანიის მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან. თავმჯდომარე/წევრი: გიორგი თოფაძე, წევრი: გიორგი თედორაძე, წევრი: გიორგი ჭყონია, წევრი: გიორგი თოფაძე, წევრი: ლევან კავლელიშვილი, წევრი: ირაკლი თოფაძე.
კომპანიის დირექტორი - გიორგი ჭყონია.
რაც შეეხება მეწილეებს, კომპანიას მრავალრიცხოვანი მეწილეები ჰყავს.
ვლადიმერ გაწერელია - 4%, ზურაბ კოსტავა - 3% , გიორგი ჭყონია - 4% პაატა ქვლივიძე - 2%, ლევან კავლელიშვილი - 2.4%, ვლადიმერ კუხიანიძე - 2.4%, გიორგი გვასალია - 2.4%, ირაკლი კანკია - 2.4%, დავით კიღურაძე - 2.4%, ქეთევან ბოლქვაძე -0.5%, გიორგი თედორაძე -2%, ნიკოლოზ სვანიძე - 5%, ეკატერინე ძაგნიძე - 1%, ირაკლი თოფაძე -20%, გიორგი თოფაძე - 20%, ოთარი ჭილაძე - 1%, გიორგი თოფაძე - 1%, ფატი კაპანაძე - 1%, ზაზა ჭილაძე - 1%, მარიამ ჩხარტიშვილი - 1%, გიორგი თოფაძე - 15.5%, ლევან თოფაძე - 1%, გიორგი სონღულაშვილი - 2%, მარიამ თოფაძე -1% , მარიამ თოფაძე -2%.
კომპანია 1996 წელს დაფუძნდა. შპს ქართუ-უნივერსალის სავაჭრი მარკაა „თოლია“. „თოლია“ რამდენიმე ათეული სახეობის ნაყინს უშვებს, როგორც ინდივიდუალური, ისე საოჯახო შეფუთვებით.
შპს ლიდერი XXI
კომპანია 2006 წელს დაფუძნდა. კომპანიის 50%-ს ტარიელ კახიძე ფლობს, 50%-ის მფლობელი კი დავით კაშიაა, რომელიც ასევე იკავებს კომპანიის დირექტორის თანამდებობას. კომპანია ნაყინის ბრენდია „ლიდერი“, კომპანია რამდენიმე ათეული სახეობის ნაყინს აწარმოებს.
შპს 4 ბროს
კომპანია 2014 წელს დაფუძნდა. 50-50%-ს ვიტალი და გიორგი გელაშვილები ფლობენ. კომპანიის დირექტორი გიორგი გელაშვილია. ნაყინის ბრენდი „პინგო“. პინგო რამდენიმე სახეობის ნაყინითაა წარმოდგენილი, როგორც ინდივიდუალური ასევე საოჯახო შეფუთვით.
შპს აისი
შპს აისი 1998 წელს დაფუძნდა. კომპანიას 4 მესაკუთრე ჰყავს - გია ღვინიაშვილი - 20% ივანე გარსევანიშვილი - 20%, ჰამლეტი ყაზარაშვილი 20%; გურამი ბერიკაშვილი -40%. ნაყინის ბრენდი „გურჯაანის ნაყინი“.
რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალს აქ ხუთეულის წევრი შპს აისი, შპს ჯეჯელატომ ჩაანაცვლა.
შპს ჯეჯელატო 2019 წელს არის დაფუძნებული და მისი 100% წილის მფლობელი, ასევე დირექტორი მარიამ უჩანეიშვილია.
სანაყინე ჯეჯელატო 3 ფილიალს ფლობს. ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირზე, ასევე გალერია თბილისში. სანაყინე მომხმარებელს იტალიური ტექნოლოგიით დამზადებულ 30-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს.