MUA Architecture & Placemaking-ის პროექტი "მწვანე კონცხი ბოტანიკო" 2024 წლის Archello Awards-ზე, ფინალისტ 5 რჩეულ პროექტს შორის, კატეგორიაში "Housing Project of the Year - Mid Rise" არის დასახელებული.
Archello Awards საერთაშორისო არქიტექტურული დაჯილდოვებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიაში ავლენს საუკეთესო არქიტექტურულ პროექტებს, ინტერიერის დიზაინებს და არქიტექტურულ ფირმებს.
2024 წელს 1000-ზე მეტი ნამუშევრიდან MUA Architecture & Placemaking ის პროექტი, მწვანე კონცხი ბოტანიკო შეირჩა და 5 რჩეულ ფინალისტ პროექტში “Housing project of the year - Mid rise” კატეგორიაში მოხვდა.
მწვანე კონცხი ბოტანიკო არის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ბათუმის მახლობლად მწვანე კოცხზე მედაბრეობს. MUA-ს გუნდმა პროექტისთვის შეიმუშავა გენერალური გეგმა, საცხოვრებელი და სარეკრეაციო შენობების არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი.
Archello Awards-ის კატეგორიაში ნომინირებული აღნიშნული პროექტის განსაკუთრებული მახასიათებელი თანამედროვე არქიტექტურისა და ბუნებრივი ლანდშაფტის ჰარმონიული შერწყმაა, რომელშიც გათვალისწინებულია მაცხოვრებლებისა და სტუმრების საჭიროებები.
პროექტი მოიცავს ორ საცხოვრებელ კორპუსს და სარეკრეაციო შენობას, House of Wellness.
ბოტანიკოში ხელუხლებლად არის დატოვებული ძველი მარშრუტები, რომელიც ორ ახალ საცხოვრებელ შენობას შორის მოექცა. ღია სასტუმროს ტიპოლოგია, რომელიც მჭიდრო კავშირშია მის შემოგარენთან, არქიტექტურა და დიზაინის კონცეფცია სიმარტივით არის ნაკარნახები და ხელს უწყობს კომპლექსის მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს ერთის სიცხადით შეიგრძნონ გარშემო არსებული ბუნება.
MUA Architecture & Placemaking 15-ზე მეტი წლის გამოცდილების მქონე არქიტექტურული ოფისია. მისი სამუშაო პრაქტიკა მოიცავს მრავალფეროვან პროექტებს, როგორც არქიტექტურის, ასევე ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით. მათ ნამუშევრებს მიეკუთვნება Fabrika Tbilisi, თბილისის პროკურატურის შენობა, მწვანე კონცხი ბოტანიკო, booking.com-ის რეგიონული ოფისი თბილისში და სხვ.
პროექტის დამკვეთი: Silk Road Group
გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, მარია ფელანგია, მარიტა რურუა | ბოკა კილასონია, ლევან ძეგველაშვილი
შესრულებული სამუშაო: გენერალური გეგმა, არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, ლანდშაფტის დიზაინი.
თითოეულ კატეგორიაში 2 გამარჯვებულია - ერთი შეირჩევა საერთაშორისო ჟიურის მიერ, მეორე კი - საჯარო ხმის მიცემით Archello Awards-ის ვებსაიტზე.
ფოტო: გიორგი მამასახლისი