დღეიდან, 1 ივნისიდან საქართველოში ფუნქციონირებას იწყებს სსიპ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც სახელმწიფო უწყებებისთვის კონსოლიდირებულ და ცენტრალიზებულ შესყიდვებს განახორციელებს.

ახალი უწყება პასუხისმგებელი იქნება როგორც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებაზე, ისე მსხვილი შესყიდვების ორგანიზებაზე. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვაც, რომლის სავარაუდო ღირებულება ერთ შესყიდვაში 500 ათას ლარს ან მეტს შეადგენს.

კონსოლიდირებული ტენდერები აქამდე ისეთი საქონლისა და მომსახურების მიღების მიზნით ტარდებოდა, რომელიც საჯარო უწყებების მიხედვით იდენტურია, მაგალითად საწვავის მიწოდების, მობილური სატელეფონო მომსახურების, A4 ქაღალდების, პრინტერების და საოფისე აღჭურვილობის ტენდერები.

არსებული მდგომარეობით, მიმდინარე კონსოლიდირებული ტენდერების ჩამონათვალი ასეთია:

ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერები
A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერები
სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერები
სტანდარტული პერსონალური და პორტაბელური კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერები
სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების ტენდერები
ნიღბების (პირბადის) კონსოლიდირებული ტენდერი
წიგნების ბეჭდვისა და ადგილზე მიწოდების კონსოლიდირებული ტენდერი
სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა
მედიკამენტების კონსოლიდირებული ტენდერები
სამედიცინო სახარჯი მასალების კონსოლიდირებული ტენდერები
ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანების კონსოლიდირებული ტენდერები
საბურავების კონსოლიდირებული ტენდერები
სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერები
ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერი
სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების კონსოლიდირებული ტენდერები
თბილისის ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების შესყიდვა
სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების კონსოლიდირებული ტენდერები
სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების კონსოლიდირებული ტენდერი
ვიდეოსათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერი
ნაგავშემკრები კონტეინერების კონსოლიდირებული ტენდერი
საფეხბურთო მოედნებისთვის განკუთვნილი საქონელი და მომსახურება
არასტერილური სამედიცინო მარლა და ბახილები
უწყვეტი კვების წყაროები
საკონფერენციო სკამის კონსოლიდირებული ტენდერი
საოფისე სავარძლის (გორგოლაჭიანი) კონსოლიდირებული ტენდერი
სასკოლო მერხებისა და სკამების კონსოლიდირებული ტენდერი
სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯი