Air balloonTbilisi-ის დირექტორმა მეა კაპანაძემ „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას საჰაერო ბურთის ატრაქციაზე მოთხოვნის დინამიკაზე ისაუბრა.
მეა კაპანაძის თქმით, მთავარ გამოწვევად კვლავ ამინდის ფაქტორი რჩება, მისივე თქმით, მიუხედავად ამ გამოწვევისა, წელს საჰაერო ბურთის ატრაქციაზე მოთხოვნა კვლავ სტაბილურად მაღალია.
“წელსაც მოთხოვნა არის სტაბილურად მაღალი, თუმცა სეზონის დინამიკაზე ძირითადად გაზაფხულის არასტაბილური ამინდი ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. მოგეხსენებათ ჩვენი ოპერირება სწორედ დამოკიდებულია უსაფრთხო ამინდის პირობებზე. შესაბამისად, გაზაფხულზე იყო დღეები როცა მოთხოვნა მაღალი იყო და პირიქითაც.
აქვე აღნიშნავ, რომ მოცემული ატრაქცია არის გამოცდილება, რომელსაც ტურისტი თუ ადგილობრივი ვიზიტორი ეძებს და ეს რასაკვირველია მოთხოვნის პროპორციას პირდაპირ უკავშირდება“, - განაცხადა მეა კაპანაძემ.