ბრიტანულმა გამოცემამ The Sun მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე McDonald's-ის რესტორნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბათუმის McDonald's მეხუთე ადგილს იკავებს.

ბათუმი McDonald's-ის დიზაინი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.

რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილს ირლანდიაში, ქალაქ ბრეიში მდებარე McDonald's-ი იკავებს, მეორე ადგილზეა ბუდაპეშტის McDonald's, მესამეზე ქალაქ პორტოში მდებარე ფილიალი, ხოლო მეოთხე ადგილს მადრიდის რესტორანი იკავებს.