მსოფლიო ბანკი 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სომხეთისთვის 5.6%-მდე გაიზარდა. ამასთან, მსოფლიო ბანკმა აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.2%-მდე შეამცირა.
მსოფლიო ბანკის 2026 წლის პროგნოზები რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის ასე გამოიყურება: მოლდოვა - 1.9%, უკრაინა 1.2%, ყაზახეთი - 4.6%, რუსეთი - 0.8%, თურქეთი - 2.8%.