რა სიახლეები აქვს „ბიბლუსი ჯგუფს“ და რას სთავაზობს ქართველ და ევროპელ მომხმარებლებს. ამ თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ „ბიბლუს ჯგუფის“ საოპერაციო დირექტორმა სოფო გორდაძემ ისაუბრა.
სოფო გორდაძის თქმით, გასულ წელს „ბიბლუსის“ ბრენდი XS Toys ევროპაში გავიდა და პირველი მაღაზია სლოვენიის ქალაქ ცელიეში გახსნა, მეორე მაღაზიის გახსნა კი ამჯერად ლუბლიანაში იგეგმება.
„ბიბლუს ჯგუფის“ საოპერაციო დირექტორმა მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცეების ქსელის - „მულტის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი კონცეფციის სავაჭრო სივრცემ, რომელიც ერთი სალაროსა და პარკინგის პრინციპზეა დაფუძნებული, დეველოპერებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
„მულტი“ - ეს არის ახალი კონცეფციის სავაჭრო სივრცე, რომელიც ერთი სალაროსა და პარკინგის პრინციპზეა დაფუძნებული. „მულტიში“ წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი, წარმატებული ბრენდები როგორიცაა: „სპარი“, „სუფთა სახლი“, „ფარმადეპო“, „ნოსტე“, ბრიკორამა“, „ბიბლუსი“, კაფე „პიატო“ და „პეპელა“, რომლებიც კომპანიის პარტნიორები გახდნენ.
აღნიშნულმა პროექტმა დეველოპერებში დიდი დაინტერესება გამოიწვია, როდესაც დეველოპერები ჩაკეტილ სივრცეში უბნებს აშენებენ, არის მოთხოვნა, რომ მათთან ეს ყველაფერი შევიდეს და ამისთვის მათ ცალკე კომპანიებთან საუბარი არ უწევთ, საუბრობენ „ბიბლუს ჯგუფთან“. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „გრანდ მოლი“, რომელიც აგვისტოში ბათუმში იხსნება და „მულტი“ შედის გრანდ მოლში,“- აღნიშნა სოფო გორდაძემ.