სავაჭრო ცენტრ „მეგალაინში“ მომხმარებელს გრანდიოზული ფასდაკლების აქცია ელის. აქცია „მეგა შოპინგი“ 12 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება და 11:00 საათზე დასრულდება. აქციაში მონაწილეობას იღებს სავაჭრო ცენტრში არსებული რამდენიმე მაღაზია, მათ შორის ტექნიკის მაღაზიები. ფასდაკლება ვრცელდება, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სხვადასხვა სახის პროდუქციაზე.
„მეგალაინში“ არსებულ მაღაზიებში უკვე მოქმედებს საზაფხულო ფასდაკლების აქციები, რასაც „მეგა შოპინგის“ აქციის ფასდაკლებაც დაემატება და მომხმარებელს საშუალება ექნება სასურველი პროდუქცია მართლაც გრანდიოზული ფასდაკლებით შეიძინოს.
სავაჭრო ცენტრი მეგალაინი თბილისში რ.აგლაძის 15-ში მდებარეობს.