სამომხმარებლო სესხები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის სხვა ტიპის სესხებთან შედარებით, მეტად გავრცელებული კრედიტია.

რა არის სამომხმარებლო სესხი? სამომხმარებლო სესხი არის ერთგვარი ფინანსური დახმარება, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს მიიღონ თანხა ისეთი საჭიროებებისთვის, როგორებიცაა: სახლის რემონტი, მოგზაურობა, განათლება ან სხვა ნებისმიერი პირადი მიზანი.

სამომხმარებლო სესხები შეიძლება იყოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ან გირაოს გარეშე - ეს დამოკიდებულია შენს საჭიროებებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე.

სამომხმარებლო სესხი არ გულისხმობს მრავალწლიან ფინანსურ პასუხისმგებლობას და არც მიზნობრიობას გიწესებს სესხის გამცემი ორგანიზაცია. სწორედ ამიტომ, სამომხმარებლო სესხით სარგებლობა საკმაოდ მოსახერხებელია.

სამომხმარებლო სესხებს გასცემენ ბანკები თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.  სესხი მოკლე ან საშუალო ვადით გაიცემა და ძირითადად, არ მოითხოვს უზრუნველყოფას.

სამომხმარებლო სესხის მიღება მარტივად და ხელსაყრელი პირობებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში შეგიძლია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში. 

MBC-ის სამომხმარებლო სესხების უპირატესობები

MBC-ის სამომხმარებლო სესხების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მოქნილი, შენზე მორგებული პირობებია. ორგანიზაცია ითვალისწინებს მომხმარებლის კონკრეტულ საჭიროებებს და გთავაზობს:

  • უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხი: 2,000-დან 100,000 ლარამდე.
  • უზრუნველყოფის გარეშე სესხი: 500-დან 20,000 ლარამდე.

კომპანია განიხილავს ნებისმიერი სახის საკრედიტო ისტორიას და სხვადასხვა ტიპის შემოსავალს. თანხის მიღებას შეძლებ მაშინაც თუ თვითდასაქმებული ხარ, გიფიქსირდება შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან, იღებ გზავნილებს, ხელფასს, ფლობ იჯარას და სხვა.

ასევე:

  • შეგიძლია სხვა ორგანიზაციებიდან MBC-ში პორტირება და სესხების გაერთიანება;
  • მოქმედებს გადახდის კლებადი, შენს შემოსავლებზე მორგებული გრაფიკი;
  • სესხის მისაღებად გჭირდება მინიმალური დოკუმენტაცია;
  • შესაძლებლობა გაქვს, რომ სამომხმარებლო სესხების ძირი თანხა და პროცენტი ერთდროულად დაფარო.

რა დაგჭირდება MBC-ში სამომხმარებლო სესხის ასაღებად

  • ID ბარათი ან პასპორტი;
  • საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
  • უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, შესაბამისი გარანტია.

MBC-ში სამომხმარებლო სესხის მიღება შეგიძლია ლარში, სესხის მაქსიმალური ვადა კი 120 თვეა.

თუ მიზნების სწრაფად და მარტივად მიღწევა გსურს, ემბისის უნდა მიმართო.

იმისთვის, რომ სასურველი თანხა დაიმტკიცო, შეავსე ონლაინ განაცხადი ან ეწვიე კომპანიის ახლომდებარე ფილიალს.

აირჩიე ემბისის სამომხმარებლო სესხი.