5 მაისს, 16:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ (დარბაზი 4), HR საკონსულტაციო კომპანია EVA, ბრიტანულ პარტნიორ კომპანიასთან ერთად გამართავს უფასო მასტერკლასს „ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, ბიზნესის განვითარებისათვის“.
ღონისძიება ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით გაიმართება და მას წამყვანი სექტორების HR დეპარტამენტის ხელმძღვანელები და კომპანიის მმართველი რგოლის წარმომადგენლები, ასევე საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, ბიზნეს გაერთიანებები და ასოციაციები დაესწრებიან.
ბრიტანული კომპანია HCM Metrics და მისი დამფუძნებელი დევიდ სიმმონდსი პირველი სერტიფიცირებული კომპანია და კონსულტანტია, ISO 30414 სტანდარტის შესაბამისად. ISO 30414 სტანდარტის შესაბამისად განხორციელებული ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესის მდგრადი განვითარებისათვის, არამედ მასზე დაყრდნობით განვითარებული ქვეყნები გეგმავენ ურბანულ განვითარებას, მუშაობენ უმაღლესი და ტექნიკური განათლების სტრატეგიაზე დასაქმების ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით.