Top|Card მომხმარებელზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ფინანსური თავისუფლებისა და მეტი მოქნილობისთვის შეიქმნა. ორი წლის განმავლობაში ტოპ ქარდი მომხმარებლებს ყოველდღიური ხარჯების მართვას უმარტივებს და მნიშვნელოვანი შენაძენების დაგეგმვაში ეხმარება. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქტმა უკვე დაამტკიცა, რომ რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომხმარებელთა ნდობას იმსახურებს. ამ თემაზე "კომერსანტის" ეთერში ლიბერთი ბანკის განვადების განყოფილების უფროსმა ირაკლი ფრუიძემ ისაუბრა.
ირაკლი, პირველ რიგში გილოცავთ ტოპ ქარდის ორ წელს. როგორც ტოპ ქარდის განვლილი 2 წელი ლიბერთი ბანკში, რა ფინანსური შედეგები აჩვენა მან ამ პერიოდში პროდუქტმა და რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა მომხმარებელთა ქცევაში?
Top|Card მომხმარებლის საჭიროებებისთვის ერთ პროდუქტში აერთიანებს საკრედიტო ბარათის, განვადების და განაწილების შესაძლებლობებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით Top|Card მომხმარებლებში განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებს. განვლილი ორი წლის განმავლობაში გაზრდილია საკრედიტო პორტფელი, უნიკალური მომხმარებლების და პარტნიორი ობიექტების რაოდენობა. პორტფელი და კლიენტების რაოდენობა 2025 წელში დაახლოვებით 15%-ით არის გაზრდილი, ხოლო პარტნიორ ობიეტების რაოდენობაში 30%-ით.
რამდენად გაამართლა ტოპ ქარდის კონცეფციამ პრაქტიკაში? შეიცვალა თუ არა მომხმარებლის დამოკიდებულება და ქცევა ამ ინსტრუმენტის გამოყენების კუთხით ბოლო ორი წლის განმავლობაში?
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ ტოპ ქარდის კონცეფციამ სრულად გაამართლა და დღეს ძალიან ვამაყობთ ამ პროდუქტით. პირველ რიგში იქედან გამომდინარე რომ ტოპ ქარდის პროდუქტმა ლიბერთი გაიყვანა იმ სეგმენტის მომხმარებლზე რომლებიც აქამდე ლიბერთის პროდუქტებს ნაკლებად იყენებენ, ამავდროულად ლიბერთის მომხმარებლებმაც საკმაოდ აქტიურად დაიწყეს ამ პროდუქტის გამოყენება. მიმდინარე სტატისტიკა გვაჩვენებს რომ ტოპ ქარდი არის ბანკში ახალი კლიენტების მოყვანის საუკეთესო საშუალება რომელიც მომხმარებლებს ლოალურად განაწყობს ბანკის მიმართ.
დღეს ლიბერთი ბანკი უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტია და სხვადასხვა სეგმენტს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქტებს. რა როლი უკავია ტოპ ქარდს ამ პორტფელში და როგორ ავსებს ის ბანკის საერთო სტრატეგიას?
როგორც უკვე ავღნიშნე ტოპ ქარდი ბანკისთვის ახალი მომხმარებლების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც სრულად მიყვება ბანკის მიზნებს და სტრატეგიას. ამას ასევე მოწმობს ამ ორი წლის განმავლობაში ბანკის ახალის სეგმენტის სტუდიოს ლიბერთის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურად შექმინილი Top Card Black Edition ბარათი რომელიც მომხმარებელებს გაუმჯობესებულ ქეშბექებთან ერთად დამატებით სამოგზაურო ბენეფიტებს სთავაზობს, რომელთაც ჩამონათვალიც საკმაოდ ვრცელია.
და ბოლოს, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი მსმენელისთვის — როგორია ტოპ ქარდის განვითარების შემდეგი ეტაპი? იგეგმება თუ არა ახალი ფუნქციონალის დამატება ან პარტნიორი კომპანიების გაფართოება?
ტოპ ქარდი 2026 წელში განსაკუთრებულად გეგმავს ბაზარზე აქტიურობას, ამის საწყისია ეხლა მიმდინარე დაბადების დღის და საგაზაფხულო განაწილების და ქეშბექ აქციები რომლთა დიდი ნაწილიც 15 მარტამდე იქნება აქტიური, რიგ კოპანიებში მარტის ბოლომდეც და წლის განმავლობაში ტოპ ქარდი აქციების კუთხით დიდ აქტივობებს გეგმავს. ამავდროულად ყოველდღიურად აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორთა ქსელის გაფართოებაზე და მიზნად გვაქვს რომ 2026 წელში მინიმუმ იმდენი პარტნიორი დავიმატოთ რაც ბოლო 2 წელში მოვახერხეთ. ახალ ფუნქციონალს რაც შეეხება გვინდა რომ პროდუქტი კიდევ უფრო მოქნილი და მარტივი გავხადოთ მომხმარებლებისთვის, რაც ამ წელში წინასწარ დამტკიცებული ლიმიტებით იქნება შესაძლებელი, რომელსაც მომხმარებლებლები ჩვენი ნებისმიერი არხიდან აითვისებენ.