სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” სოფელ მსხალგორში მდებარე  საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა პირობიან აუქციონზე გამოიტანა. საერთო ფართი 432 კვ.მ და 17,5 კვ.მ.-ია, ფასი 5700 ლარი

როგორც განცხადებიდან ირკვევა, შენობის საექსპლოატაციო მედეგობა საგრძნობლად დაქვეითებულია და არ აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს.შენობის ხარისხი 80%-ის ფარგლებშია და შენობის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩატარება, ეკონომიურობის თვალსაზრისით, არარენტაბელურია. შესაბამისად უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი.

სოფელი მსხალგორი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს,  აუქციონი 3 ივლისს დასრულდება.

აუქციონის პირობები შემდეგია

ა) შენობა - ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება დემონტაჟის მიზნით, მიმაგრებული მიწის გარეშე;

ბ) აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, 30 დღის ვადაში, უნდა უზრუნველყოს, შენობის სრული დემონტაჟი, ტერიტორიის ნარჩენებისგან დასუფთავება და მოსწორება. იგი ვალდებულია, ტერიტორია სრულად გაასუფთაოს სამშენებლო ნაგვისგან.

გ) დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალა სრულად გადაეცემა გამარჯვებულს.

დ) დემონტაჟი საჭიროა განხორციელდეს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.