8–9 ნოემბერს, კრეატიული განვითარების ცენტრმა (CDC) თბილისში გამართა Tech4Skills იდეათონი, რომელიც  EU4Youth თანამშრომლობით ჩატარდა. ინიციატივის მიზანი იყო პროფესიული განათლებისა და სწავლების (TVET) სექტორში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება  და Youth Policy Lab-ის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციებისა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ინოვაციური იდეების შემუშავება

ღონისძიება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 48 საათის განმავლობაში 100 მონაწილე და 32 გუნდი მუშაობდა ინოვაციურ გადაწყვეტებზე, რომელიც, პროექტის ფარგლებში ხელშესახებ პროტოტიპებად უნდა იქცეს. იდეათონის ჟიურიმ 4 გამარჯვებული გუნდი შეარჩია:

Skillzy – ხელოვნური ინტელექტით მართული პლატფორმა, რომელიც ცოდნის გაზიარებას, გენდერული ბალანსის დანერგვასა და ინკლუზიის გაძლიერებას უწყობს ხელს. პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს საშუალებას შექმნან პროფილები, ჩაერთონ ვორკშოპებში, მიიღონ წვდომა სასწავლო მასალაზე და მოირგონ  როგორც მოსწავლეების, ასევე მენტორების როლი.

Science Ambassadors – Curie Lab-ის მიერ შემუშავებული STEM საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც რეგიონებში მცხოვრებ გოგონებს აძლიერებს, ეხმარება მათ სამეცნიერო უნარების განვითარებას და ცოდნის თანატოლებისთვის გაზიარებაში.

MentorAI – ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული მენტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც ქალებსა და ახალგაზრდებს სთავაზობს პერსონალიზებულ კარიერულ კონსულტაციას, სტიპენდიების შესახებ ინფორმაციას, რეკომენდაციებს და რეალურ მენტორებთან წვდომას.

NeuroPath – საქართველოს პირველი ნეირომეცნიერებაზე დაფუძნებული კარიერული ორიენტაციის პლატფორმა 15–25 წლის ახალგაზრდებისთვის. პლატფორმა უზრუნველყოფს ინტერაქტიულ ტესტებს, რეალური გამოცდილების მიღების შსაძლებლობას და ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების შემცირებას პროფესიის არჩევის პროცესში.

გამარჯვებული გუნდები ამჟამად აგრძელებენ თავიანთი იდეების განვითარებასა და დახვეწას, მენტორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

Tech4Skills Ideathon-მა ნათლად წარმოაჩინა ქართველი ახალგაზრდების კრეატიულობა, ინოვაციური მიდგომები და პრობლემების გადაჭრის უნარი, და მისცა მათ შესაძლებლობა აქტიურად დაუდგნენ მხარში TVET სექტორის განვითარებას Youth Policy Lab-ის დასკვნებზე დაყრდნობით ინოვაციური იდეების განვითარებას.

იდეათონი კრეატიული განვითარების ცენტრის (CDC) მიერ გაიმართა,

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების

„EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება” და „VET in Georgia’s

Growth Sectors“ კოლაბორაციის ფარგლებში, რომლებიც ევროკავშირისა

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური

სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და GIZ ახორციელებს.