ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფმა ( London Stock Exchange Group, LSEG) OpenAI-სთან შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის ფინანსური მონაცემები და ანალიტიკური მასალები ChatGPT-ში იქნება ინტეგრირებული.

ჩატბოტის მომხმარებლებს, რომლებიც გამოიწერენ LSEG პროდუქტებს, როგორიცაა Workspace და Financial Analytics, ექნებათ წვდომა ბაზრის მონაცემებსა და სიახლეებზე პირდაპირ ChatGPT აპლიკაციაში, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო ღრმა და სწრაფი ბაზრების ანალიზი ჩაატარონ, – ნათქვამია LSEG-ის განცხადებაში.

ფუნქცია 8 დეკემბრიდან ეტაპობრივად დაინერგება.

გარდა ამისა, LSEG-ის თანამშრომლებს ექნებათ წვდომა OpenAI-ის კორპორატიული მომხმარებლებისთვის განკუთვნილ პრემიუმ პროდუქტზე, ChatGPT Enterprise-ზე. როგორც მოსალოდნელია, ეს მათ დაეხმარება უფრო პროაქტიულად შეასრულონ დავალებები, გააუმჯობესონ შიდა პროცესები და გაზარდონ პროდუქტიულობა. თავდაპირველად, პროდუქტზე წვდომა LSEG-ის 4000 თანამშრომელს ექნება.

ლონდონის საფონდო ბირჟის ოპერატორის, LSEG-ის აქციები ოთხშაბათის ვაჭრობაზე 1.2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 21.6%-ით შემცირდა.

წყარო: Interfax