საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფერმერების მომართვის საფუძველზე, ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო.
კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანი კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზია.
მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს კონკურენტულ გარემოს, როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე რეჟიმშია - ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება-რეალიზების, გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG) და თხილის ბაზრის მონიტორინგები.
2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები გასცა.