7 თებერვალს, 17:00 საათზე, სასტუმრო “ჰილტონში” კომპანია “ლეალტორი” და “საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია” წარადგენს ახალ, ქართულ, ინოვაციურ პლატფორმას უძრავი ქონების ბაზრისთვის. პლატფორმა უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეებს (მყიდველი, გამყიდველი) დააკავშირებს ერთამენთთან, გაამარტივებს ტრანზაქციებს და შექმნის მოქნილ სისტემას თანამშრომლობისთვის. პლატფორმა უძრავი ქონების სფეროს აგენტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ დაზოგონ დრო, მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და იყვნენ მოწინავე ტექნოლოგიების მომხმარებლები. აღნიშნული წარმოადგენს სიახლეს ქართული ბაზრისთვის და ასახავს თანამედროვე დასავლურ ტენდეციებს.

გიწვევთ სფეროსთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, სადაც წარვადგენთ ჩვენს პლატფორმას, რომელიც ემსახურება ტრანზაქციების გამარტივებას და სამუშაოს უფრო ეფექტურად შესრულებას. მნიშვნელოვანია, როგორც ცალკეულად პლატფორმა, ასევე სრულად ივენთიც არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ მსგავსი ინტერესის მქონე ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს, გააზიარონ გამოცდილება, განიხილონ სამომავლო გეგმები, ან პარტნიორობის გზები.

ივენთი გაიმართება შემდეგ მისამართზე: სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ, ჭავჭავაძის გამზ. 64ა

დღის წესრიგი:

-**17:00-17:30:** სტუმრების მიღება

-**17:30-17:45:** სპონსორის წარდგენა

-**17:45-18:00:**“საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის” სპიკერების გამოსვლა

-**18:00-18:30:** ლეალტორის ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია

-**18:30-19:00:** ნეთვორქინგი და ფურშეტი

საკონტაქტო პირი

ნინა ქვრივიშვილი

აღმასრულებელი თანაშემწე

555599444

nina@lealtor.ge