სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კომპანია „იჯიესის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 50%-იან წილს მრავალი მცდელობის შემდეგ, კიდევ ერთხელ ყიდის. აუქციონი 22 აპრილსაა ჩანიშნული და ლოტის საწყისი ღირებულება, თითქმის 600 000 ლარით ნაკლებს, 1 578 000 ლარს შეადგენს.

კომპანიის საკუთრებაშია უძრავი ქონება: 1. ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა  N88-ში არსებული შენობა-ნაგებობის  ½ ნაწილი (ს/კ  N03.01.21.048); 2. ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა  N88-ში არსებული 18608 კვ.მ.  მიწის  ნაკვეთი  და  მასზე  განთავსებული  N1-N11 შენობა-ნაგებობები  (ს/კ  N03.01.21.743)

„იჯიესის“ აქტივები  (2023  წლის 23  იანვრის მდგომარეობით)  - 472 791 ლარი იყო, ხოლო ვალდებულებები (2023  წლის 23  იანვრის მდგომარეობით)  -  0  ლარი.

კომპანიის საკუთარი კაპიტალი, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით,  472 791  ლარს შეადგენდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 50%-ის მფლობელია „გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი“ (ნიდერლანდები).