კოკა-კოლას წარმოებაში სიმინდის სიროფის ლერწმის შაქრით ჩანაცვლება აშშ-ის კვების მრეწველობაში ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს. განცხადება აშშ-ის სიმინდის გადამმუშავებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ბოდმა გააკეთა. მისი თქმით, სასმლის ფორმულის შეცვლის გადაწყვეტილება „გაუგებარია“. ჯონ ბოდი მიიჩნევს, რომ სიმინდის სიროფის ლერწმის შაქრის ჩანაცვლებით არა მართო სამუშაო ადგილებს შეამცირებს, არამედ უარყოფითად იმოქმედებს ფერმერების შემოსავლებზე.
სასმლის რეცეპტში ცვლილების შეტანა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოითხოვა. შეერთებული შტატების ბაზრისთვის წარმოებულ Coca-Cola-ში კომპანია სიმინდის სიროფს იყენებს. ტრამპის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მდივანმა, რობერტ კენედ უმცროსმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ეს ინგრედიენტი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ბრენდის მხრიდან ინგრედიენტის შეცვლაზე დათანხმებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპთან გამართული საუბარი. კომპანიასთან შეთანხმების შემდეგ, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა : "Coca-Cola-სთან აშშ-ში გასაყიდ პროდუქტში ნამდვილი შაქრის ლერწმის გამოყენებაზე ვსაუბრობდი და ისინი დამთანხმდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო Coca-Cola-ს ყველა აღმასრულებელს. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან, ნახავთ."