რომელია საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ხორცპროდუქტების მწარმოებელი 10 საწარმო. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის I კვარტალის მონაცემებით, ტოპ 10 საწარმო ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • შპს ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე
  • შპს შავნაბადა
  • შპს კორიდა
  • შპს ონიმა
  • შპს ლიდერი-ფუდი
  • შპს მარშე
  • შპს ნიკორა
  • შპს ექსტრა მითი
  • შპს გემრიელი
  • შპს გერმანელი ყასაბი 2010


2022 წლის წინასწარი მონაცემებით ათეული ასეთი იყო

  • შპს ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე
  • შპს ონიმა
  • შპს კორიდა
  • შპს შავნაბადა
  • შპს ექსტრა მითი
  • შპს მარშე
  • შპს ლიდერი-ფუდი
  • შპს ნიკორა
  • შპს გემრიელი
  • შპს მითანა

რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს ჩამონათვალში შემდეგი კომპანიები შედიოდნენ

  • შპს ონიმა
  • შპს კორიდა
  • შპს ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე
  • შპს შავნაბადა
  • შპს მარშე
  • შპს მითანა
  • შპს ნიკორა
  • შპს ლიდერი-ფუდი
  • შპს ექსტრა მითი
  • შპს გერმანელი ყასაბი 2010


როგორც სხვადასხვა წლის მონაცემების შედარებისას ჩანს ათეულის შემადგენლობა თითქმის უცვლელია და მხოლოდ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. კერძოდ 2021 წლისგან განსხვავებით, 2022 წელს ათეულში გერმანელი ყასბის ნაცვლად ადგილი შპს გემრიელმა დაიკავა. 2023 წელს კი ათეულში კვლავ დაბრუნდა გერმანელი ყასაბი, ოღონდ ამ შემთხვევაში მითანა ჩაანაცვლა.

რაც შეეხება კომპანიის მფლობელებს

  • შპს ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე
    კომპანია 2008 წელს დაფუძნდა. მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის წევრებიც არიან დავით კვირიკაძე,  გიორგი ჩიკვაიძე, ანდრო გეგენავა, დირექტორი  ლევან ჩხაიძე. 50-50%-ს სააქციო საზოგადოება ვაკე და ანდრო გეგენავა ფლობენ.

  • შპს შავნაბადა
    დაფუძნდა 2011 წელს. დირექტორი არის გოცა ხუციშვილი. რაც შეეხება წილებს:  16% - ზაქარია მორჩილაძე 42%- ხვიჩა ხუციშვილი 42% გოჩა ხუციშვილი.

  • შპს კორიდა
    დაფუძნდა 2006 წელს. დირექტორი რევაზ ნარმანია. წილის 100%-ს კი სააქციო საზოგადოება ნიკორა ფლობს.

  • შპს ონიმა
    დაფუძნდა 2008 წელს. დირექტორი გოჩა მამალაძე. 100% წილის მფლობელი კი მთვარისა ონიანი-მამალაძე.

  • შპს ლიდერი-ფუდი
    დაფუძნდა 2008 წელს. დირექტორი ირაკლი დუმბაძე. მეწილეები ირაკლი დუმბაძე 30% დავით ზეიკიძე 70%. წილების გადანაწილება ივნისში შეიცვალა, მანამდე ირაკლი დუმბაძე და დავით ზეიკიძე კომპანიოს 50-50%-ს ფლობდნენ.

  • შპს მარშე
    დაფუძნდა 2007 წელს რეესტრში აღნიშნულ კომპანიის სტატუსთან დაკავშირებით მითითებულია, რომ მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება. დირექტორი ეკატერინე ჩხაბერიძეა, რეაბილიტაციის მმართველი კი გიორგი ხუნდაძე. 100%-იანი წილის მფლობელი ირმა ქოსაშვილი.

  • შპს ნიკორა
    დაფუძნდა 2014 წელს. დირექტორი მერაბ მამულაშვილი, 100%-იანი წილის მფლობელი კი ს.ს ნიკორა.

  • შპს ექსტრა მითი
    დაფუძნდა 2010 წელს, დირექტორები გიგა ჩხობაძე და თიკო ტურაბელიძე, წილები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული 49% გიგა ჩხობაძე, 51% გიორგი ტურაბელიძე.

  • შპს გემრიელი
    დაფუძნდა 2007 წელს. დირექტორი - გრიგოლ ლაგვილავა. 50-50%-ს ირაკლი წერეთელი და გრიგოლ ლაგვილავა ფლობენ.

  • შპს გერმანელი ყასაბი 2010
    დაფუძნდა 2009 წელს. დირექტორები გიორგი ჯანგიძე და ლევან ნემსაძე. წილები: 10% ივანე ჭიტაშვილი, 70% ლევან ნემსაძე, 20% ირაკლი ჯანხოთელი.

  • შპს მითანა
    დირექტორი - კახაბერ ყრუაშვილი. კომპანიის 100%-ის მფლობელი ამირანი ქორთიაშვილია.