PMCG-ს დასაქმების თრექერის მიხედვით, 2026 წლის ივნისში jobs.ge-ზე 7,801 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 6.8%-ით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა (+13.7%), ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორია ერთადერთია, სადაც კლება დაფიქსირდა (- 1.3%).

წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში დაფიქსირდა (+4.9%), ხოლო ყველაზე დიდი კლება — ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-21.8%). 2026 წლის აპრილიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 21,341 ვაკანსია, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის შემცირებაში ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიამ შეიტანა.