პრემიერი დღეს ბიზნესს შეხვდება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
„წინასწარ დღის წესრიგი ჩვენ არ გვაქვს და ამით არის ეს შეხვედრა გამორჩეული, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ შედგეს დიალოგი. რაც შეეხება საკითხებს, ჩვენ ველით, რომ ბიზნესი იქნება აქტიური და თავად დააყენებს საკითხებს.
ყველაზე მთავარი არის სწორედ ის, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ წარვადგენთ ბიზნესინდექსს, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თქვენთან სტუდიაში, და ვნახავთ ბოლო, მესამე კვარტლის შედეგებს, რაც, სხვათა შორის, ძალიან მაღალი რიცხვებია, ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ ინვესტიციებია ქვეყანაში. თუმცა, ამავდროულად, ვხედავთ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კლება არის ხელის შემშლელი ფაქტორების ნაწილში, დაახლოებით ათი პუნქტია კლება წინა კვარტალთან შედარებით, მაინც ვხედავთ, რომ მანამდე თუ იყო, პირობითად, 60%-მდე, დღეს არის 50% კომპანიების, რომლებიც გარკვეულ ნაწილში საუბრობენ ხელის შემშლელ ფაქტორებზე.
მნიშვნელოვანია, რომ აქ ახსენი კიდევაც, რომ პირველ ადგილზე ეს არის კვალიფიციური სამუშაო ძალა, კვალიფიციური კადრები, მაგრამ მეორე ადგილზე არის ადმინისტრაციული პრობლემები, რეგულაციები და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის ეს ფორმატი, როდესაც პრემიერი პანელზე უშუალოდ დაჯდება და ექნება მას პირდაპირი კომუნიკაცია ბიზნესთან.
ძალიან მნიშვნელოვანია მეორე პანელიც, იმიტომ რომ ამ მეორე პანელზე იქნება წარმოდგენილი ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი. იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ქალბატონი ნათია, და აქაც სექტორულად, მიმართულებების მიხედვით, გვექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან ღია და უშუალო დიალოგი წარვმართოთ საქართველოს მთავრობასთან.
ჩვენ ეს დიალოგი ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა. ამ ტიპის ფორუმების გამართვა და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თვითონ მთავრობისთვისაც, მოისმინოს კიდევ ერთხელ, გაიაზროს ის რეფორმები, ცვლილებები და, თუ რაიმე დასაკორექტირებელია, ერთად ვიმუშაოთ ამაზე, იმისათვის, რომ აქ ყველაზე მთავარი გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა.
ეს თავისთავად ნიშნავს ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს და, მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს დამატებით გენერირებულ შემოსავალს კომპანიებისთვის. ანუ ეს არის ორმხრივი ინტერესი ქვეყნისთვის, კომპანიებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და, შესაბამისად, ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.