ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნეს შეხვდება. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო "პარაგრაფში" 11:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრას სავარაუდოდ, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილიც დაესწრება.

ცნობილია ასევე, რომ საინვესტიციო ბანკები - "თიბისი კაპიტალი" და "გალტ&ტაგარტი" - ქვეყნის მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე თავიანთ ხედვებს წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს ბოლოს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში შეხვდა.

bm.ge