„2023 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 21,19 ათასი ტონა, რაც 1,58 ათასი ტონით ანუ 8,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,61 ათასი ტონა) შედარებით.“ - ამის  შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 4,52 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 3,89 ათასი ტონა (18,4%); გერმანია - 2,65 ათასი ტონა (12,5%), აზერბაიჯანი - 1,46 ტონა (6,9%);  და სხვ.

„2023 წლის იანვარ-ნოემბრის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 119.4 ათასი ტონა, რაც 3.3 ათასი ტონით ანუ 2.8%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (116.1 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში  საავიაციო ნავთის იმპორტის 49.7%  (59.4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 19.3% (23,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 10.8% (12,9 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 8.5% (10,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან,  6.8% (8,1 ათასი ტონა) - მალტიდან, 3.4% (4.1 ათასი ტონა) - ლიბიიდან, 0.8% (1 ათასი ტონა) - რუსეთიდან,  0,5% (0,6 ათასი ტონა) - შვეიცარიიდან.“ - წერია განცხადებაში.