„ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს“ ახალი მფლობელები ჰყავს. ცემენტისა და ბეტონის უმსხვილესი მწარმოებელი, „ცემენტ ინვესტმა“ გერმანული „ჰაიდელბერგ მატერიალზისგან“ სრულად გამოისყიდა.
კომპანია „ცემენტ ინვესტი“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის საქართველოს თანაინვეტირების ფონდის, ირაკლი რუხაძის „ჰანიველ პარტნერზისა“ და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს.
თანაინვესტირების ფონდი მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც 2017 წელს „ჰაიდელბერგ მატერიალზი“ და “ცემენტ ინვესტი“ პარტნიორები გახდნენ მათი ერთობლივი მენეჯმენტის ქვეშ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველომ“ წარმატებით განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმადობისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის კლინკერის წარმოების ახალი მშრალი მეთოდით მოქმედი ქარხანა კასპში.
„მიმდინარე წლის განმავლობაში „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ შეინარჩუნებს სავაჭრო სახელსა და ყველა იმ ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელსაც კომპანიას აქამდე „ჰაიდელბერგ მატერიალზი“ უწევდა.
სამომავლოდ, შესაძლოა მოხდეს ბრენდის ცვლილება. კომპანიის ინვესტორები გეგმავენ გააგრძელონ მისი გაფართოება წარმადობის ზრდის, ტექნოლოგიური გაუმჯობესებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.
კომპანია „ცემენტ ინვესტის“ ინვესტორები ფლობენ და მართავენ წარმატებულ კომპანიებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის: წარმოების, სასტუმრო ინდუსტრიის, ფინანსური ინსტიტუტების, მედია და ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მიმართულებით"- ნათქვამია განცხადებაში“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
„ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს“ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მისი მოგება 93.3 მლნ ლარს შეადგენდა.