გვსურს ვირტუალური ღონისძიებების კულტურა დავნერგოთ, - ამის შესახებ სესილი მებონიამ, კომპანია Arrival-ის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემა „ნეირონში“ ისაუბრა.
მისი თქმით, სტარტაპი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, რომელიც მეტავერსის გამოყენებას გულისხმობს.
„ამ ეტაპზე ვტესტავთ ძალიან ბევრ რაღაცას, რომ გვქონდეს გამოცდილება ვირტუალური ღონისძიებების მიმართულებით. ჩვენ ვჭრით იმ ადამიანების პრობლემას, რომლებიც შეზღუდული არიან რეალურად დაესწრონ ამა თუ იმ ღონისძიებას. არ ვგეგმავთ, რომ ფიზიკური ღონისძიებები ჩავანაცვლოთ, უბრალოდ გვსურს რომ ვირტუალური ღონისძიებების კულტურა დავნერგოთ.
მაგალითად ისეთი ღონისძიებები რომლებსაც გეოგრაფიული პრობლემების გამო ვერ ვესწრებით არ გვაქვს დრო, ფინანსები და ა.შ. ამ ყველაფერს ვჭრით იმით რომ ვაკეთებთ ჰიბრიდს, ვირტუალურ სამყაროში საშუალება აქვს ადამიანებს დაესწრონ ამ ღონისძიებებს.
გვაქვს სიახლეები, რომლის შედეგადაც ვფიქრობთ რომ მთელი წლის განმავლობაში 4500 ღონისძიების გაკეთებას შევძლებთ და ავალთ 45 მლნ დოლარის შემოსავალზე“, - ამბობს Arrival-ის გენერალურმა დირექტორი.
სესილი მებონიამ მეტა სათვალეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მაღალი ფასის გამო, ის მასებზე გათვლილი არ არის, თუმცა ვირტუალურად თითქმის ყველა ღონისძიებაზე დასწრების საშუალებებს იძლევა.
„ეფლის ახალი მეტა სათვალე თითქმის იგივე კომპიუტერი არის, რომელსაც ჩაშენებული აქვს თითქმის ყველა ფუნქცია. მაგალითად შეგვიძლია ვირტუალურად ჩვენი საყვარელი არტისტის კონცერტს დავესწროთ წინა რიგებიდან, ერთადერთი არის ის რომ ვერ ვეხებით. თუმცა ფასი არის ძალიან ძვირი და მასაზე გათვლილი არ არის, უფრო მდიდრებზეა მორგებული, თუმცა ვფიქრობ რომ დროთა განმავლობაში მოხდება ამის კორექტირება“, - აღნიშნავს სესილი მებონია.