„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას „მთის კურორტების ბიზნესასოციაციის” თანადამფუძნებელმა მირანდა ისაკიამ ზამთრის სეზონთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა. მისი თქმით, გუდაურში საკვანძო პრობლემას კვლავ პარკინგის მენეჯმენტი წარმოადგენს. როგორც მირანდა ესაკია აცხადებს, ამ პრობლემას ჯაჭვურად სხვა პრობლემებიც მოჰყვება, რაც მთელს შორმას, რომელიც მთის ინფრასტრუქტურისთვის განვითარებისთვის გაკთდა, წყალში ყრის.

„ის პრობლემა, რომელიც ძალიან ელემენტარულია, ვგულისხმობ პარკინგის მენეჯმენტს, კვლავ არსებობს, რომელიც კურორტ უკარგავს იმიჯს. ადამიანს სურვილ აღარ აქვს იქ ჩამოსვლის. სამწუხაროდ პირდაპირ ქუჩაში აჩერებენ მანქანებს, ამ მდგომარეობის გამო ადგილზე ვერ შემოდის მძიმე ტექნიკა და ვერ ასუფთავებს თოვლისგან გზებს. ამ პრობლემის გამო ადგილზე ვერ შემოდის ნაგვის გადატანის სერვისი, ვერ შემოდის სასწრაფო დახმარების მანქანაც. ფაქტობრივად პარკინგის პრობლემა იწვევს ჯაჭვრუ რეაქციას. ამ პრობლემის გადასაჭრელად გადადგმულ ნაბიჯებს ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ.  ის გაწეული შრომა, რაც მთის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კეთდება, ფაქტობრივად, წყალში ჩაიყრება თუ ეს ელემენტარული პრობლემა არ მოგვარდება“. - განაცხადა მირანდა ესაკიამ.