გორში, ცხინვალის გზატკეცილზე „გორი მოლი“ იხსნება. 15.000 მ2 ფართობის ორსართულიან სავაჭრო ცენტრში  წარმოდგენილი იქნება: ჰიპერმარკეტი კარფური, ჯიპისი, ეველაინი, მინისო, მანამო, ოპტიმისტი, ზუმერი, ვაიკიკი, უნო შუზი, დანკინ დონატსი, გასართობი ცენტრი ქრეიზი ჰოლი და სხვები. მომხმარებელს შოპინგისათვის სასიამოვნო გარემო, საკვები ობიექტები და გასართობი სივრცე დახვდება. გორი მოლის სტუმრებს 150 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ზონა მოემსახურება.

პროექტი „ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანია - „მპ დეველოპმენტს“ ეკუთვნის. „მპ დეველოპმენტის" გუნდისათვის ეს საქართველოს მასშტაბით რიგით მე-14 სავაჭრო ობიექტია. პროექტის ინვესტიცია შეადგენს 30 მლნ ლარს და არის სრულად დაფინანსებული, თიბისი ბანკის მიერ.