„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს ბანკს 60 ახალი ჰიბრიდული ავტომობილით უზრუნველყოფს და მათ სრულ საოპერაციო მართვას საკუთარ თავზე იღებს. თანამშრომლობა „თეგეტა ბიზნესის“ ფლიტმენეჯმენტის მომსახურების ფარგლებში წარიმართება: კომპანია იზრუნებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და დაზღვევაზე, ასევე უზრუნველყოფს მძღოლებითა და საწვავით. შედეგად, ავტოპარკის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცესები ერთიან სისტემაში, ერთი პარტნიორის ხელში იქნება მოქცეული.

ბანკის ავტოპარკს 0 კმ გარბენის მქონე ავტომობილები შეემატა. მათგან 52 ერთეული Geely Starship 7-ის დამუხტვადი ჰიბრიდული SUV-ია, 8 კი – Toyota Corolla-ს ჰიბრიდული სედანი. შერჩევისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო საწვავის ეკონომიურობა და ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაცია, თუმცა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მთავარი პრიორიტეტია ავტომობილების გამძლეობა, საიმედოობა და უსაფრთხოება.

ავთანდილ ლაბაძე, „თეგეტა ქარ რენთის“ დირექტორი: „საქართველოს ბანკთან ჩვენითანამშრომლობა უკვე ხუთ წელს ითვლის. მოხარულები ვართ, რომ ბანკმა კვლავგამოგვიცხადა ნდობა და ჩვენი პარტნიორობა კიდევერთი ეტაპით გაგრძელდა. ჩვენთვისმნიშვნელოვანია, პარტნიორს შევთავაზოთ არამხოლოდ მის საჭიროებებზე მორგებული ახალიავტომობილები, არამედ სრულყოფილიმომსახურებაც, რომელიც ყოველდღიურსაქმიანობას გაუმარტივებს. შეთანხმების ფარგლებშიავტოპარკის გამართულ ფუნქციონირებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და საოპერაციოპროცესების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობასსრულად ჩვენ ვიღებთ. შედეგად, ბანკს აღარ უწევსამ საკითხების დამოუკიდებლად მართვა დაშეუძლია, საკუთარი რესურსი მთლიანად ძირითადიბიზნესის განვითარებას მოახმაროს“.

Geely Starship 7 აერთიანებს ტევად სალონს, კომფორტსა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს. მისი დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა საშუალებას იძლევა, ყოველდღიური მანძილის დიდი ნაწილი სრულად ელექტრორეჟიმში დაიფაროს, რაც სწორად ორგანიზებული ექსპლუატაციის პირობებში საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოში Geely-ს ოფიციალური დისტრიბუტორია.

Toyota Corolla ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით, საიმედოობითა და ჰიბრიდული ტექნოლოგიის პრაქტიკულობით გამოირჩევა. ეკონომიურობა და ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელი მახასიათებლები მას კორპორაციული ავტოპარკისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად აქცევს.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს შევუქმნათ უსაფრთხო დაკომფორტული სამუშაო გარემო, ამავდროულად კიეფექტიანად ვმართოთ საოპერაციო რესურსები. „თეგეტასთან“ მრავალწლიანი პარტნიორობისფარგლებში განსაკუთრებული ყურადღებადავუთმეთ ავტომობილების ეკონომიურობასა დაგარემოზე ზემოქმედებას. ჰიბრიდულიავტომობილების შერჩევა საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ საწვავის მოხმარება და ყოველდღიურსაქმიანობაში უფრო ეკოლოგიურ ტრანსპორტზეგადავიდეთ.“- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ავტოპარკის გამართული ფუნქციონირება საოპერაციო საკითხის მუდმივ კოორდინაციას მოითხოვს, რაც კომპანიებისგან დამატებით ადმინისტრაციულ და ადამიანურ რესურსს საჭიროებს. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად განვითარდა „თეგეტა ბიზნესის“ მიმართულება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ფლიტმენეჯმენტია.

მომსახურება მოიცავს ავტომობილების შერჩევასა და მიწოდებას, მათი ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს, გეგმური და არაგეგმური სერვისის ორგანიზებას, დაზღვევას, საწვავითა და მძღოლებით უზრუნველყოფასა და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვას. ასეთი მოდელი კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაამარტივონ სატრანსპორტო პროცესები, უკეთ დაგეგმონ საოპერაციო ხარჯები, დაზოგონ ადმინისტრაციული რესურსი და მეტი დრო დაუთმონ ძირითადი საქმიანობის განვითარებას. საქართველოს ბანკთან განახლებული თანამშრომლობა ამ მოდელის თვალსაჩინო მაგალითია.

--

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესისაავტომობილო კომპანია კავკასიასა დაცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილოეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურადწარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკისმიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიანისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილობრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტაჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღესსაქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესიდამსაქმებელია.