საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შპს „იმერმედი“ - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) ჯამში 8 000 ლარით დააჯარიმა.
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, სააგენტომ კომპანიისგან ინფორმაცია გამოითხოვა. ეკონომიკურმა აგენტმა სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარუდგინა და უწყებასთან არ ითანამშრომლა. მოგვიანებით, კომპანიამ სააგენტოს განმეორებითი მოთხოვნაც უგულებელყო.
შესაბამისად, ეკონომიკური აგენტი ორჯერ, ჯამში 8 000 ლარით დაჯარიმდა.
კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ეკონომიკური აგენტისგან გამოითხოვოს საჭირო, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაცია და განსაზღვროს მისი მიწოდების გონივრული ვადა. სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, აგრეთვე სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, იურიდიული პირი 3 000, ხოლო ფიზიკური პირი 1 000 ლარით ჯარიმდება. ჯარიმის დაკისრება პირს მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
ამასთან, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, იურიდიულ პირს დამატებით 5 000 ლარის, ხოლო ფიზიკურ პირს - 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება.
GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო შპს „იმერმედი“ 8 000 ლარით დააჯარიმა
სირიასთან ახალ შეთანხმებაზე მსჯელობა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასაც ეხება - კაია კალასი
სუვერენულად რომ მოქმედებდეს ევროპული ბიუროკრატია, ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – ირაკლი კობახიძე
თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი დააკავეს - TV pirveli
საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს საერთაშორისო ჰაბის სტატუსის დაკარგვის რისკი აქვს - ბრიტანეთის ელჩი(bm.ge)
1794909600
1794904380