საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, საკურიერო მომსახურების სექტორში, შპს „ვოლტ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოსთან გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალება თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს. კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
- გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
- შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და განათავსოს როგორც სავაჭრო პლატფორმაზე, ასევე ვებგვერდზე.
სააგენტოს მიზანია - საკურიერო სექტორში, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით მომხმარებელი სარგებლობს ყურადღება გამახვილდეს ინფორმაციის გამჭვირვალობასა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხზე. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.