საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქციზური მარკით ნიშანდებული საქონლის ჩამოწერისა და დეკლარირების პროცედურები განაახლა.

ცვლილების მიხედვით, იმპორტისთვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის ჩამოწერისასაც ადგილზე გასვლით განხორციელებული პროცედურა იქნება საჭირო. მსგავსი წესი აქამდე საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის ჩამოწერის შემთხვევაში მოქმედებდა.

გარდა ამისა, განახლდა აქციზის დეკლარაციის ფორმაც. დეკლარაციაში ცალკე უნდა მიეთითოს აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია როგორც ადგილობრივად წარმოებულ, ისე იმპორტისთვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე.

ცვლილებები ფინანსთა მინისტრის №285 და №286 ბრძანებებით დამტკიცდა და შესაბამის ადმინისტრაციულ პროცედურებსა და დეკლარირების წესს აზუსტებს.