ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებებს განცხადებით პასუხობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფოს ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან მედიკამენტების იმპორტის შეფერხება მწარმოებლის წინაშე არსებული პრობლემებითაა გამოწვეული.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს ფარმაცევტული დარგისადმი  გავრცელებულ ბრალდებებს, რაც პირდაპირ ემსახურება ქართული, ეროვნული  კომპანიების მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და სექტორის რეპუტაციის შელახვას. ამ დარგმა ქვეყანაში შექმნა და უმაღლეს სტანდარტებზე აიყვანა დამოუკიდებელი ფარმაცევტული საქმიანობა, ასაქმებს ათიათასობით ადამიანს და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელი სექტორია ქვეყანაში .

ჩვენ ვცდილობდით, სექტორში წამოჭრილი პრობლემების თაობაზე საუბარი გადაგვეტანა რეგულატორთან სამუშაო ფორმატში, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, თანამშრომლობისა და კოლეგიალობის ნაცვლად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც სავარაუდოდ მიზანმიმართულად ხორციელდება იმისათვის, რომ გადაიფაროს არასწორად შემუშავებული და გატარებული რეფორმები, ეს კი განაპირობებს იმ დეფიციტის წარმოშობას ბაზარზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეფერენტული ფასების დაწესების შემდგომ გაჩნდა.

ა/წლის 20 ივლისს გავრცელებულმა მორიგმა ბრალდებამ, რომელიც უკავშირდებოდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე „დეპაკინ ქრონო“-ზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების ე.წ. გამოვლენას, გადალახა სექტორისთვის ის მორალური ზღვარი, რამაც განაპირობა ჩვენი საჯარო დუმილის დარღვევა.

ჯანდაცვის სამინისტროს უსაფუძვლო ბრალდებებზე ჩვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, სადაც განმარტებულ იქნა ყველა არსებული წინაპირობა, მაგრამ ვფიქრობთ, საზოგადოებამ კიდევ უფრო დეტალურად უნდა იცოდეს, თუ რა არის ნამდვილი მიზეზები, რაც განაპირობებს უკვე არსებულ და მომავალში მოსალოდნელ დეფიციტებს.

მედიკამენტ „დეპაკინ ქრონო“-თი ბაზრის მომარაგება ძირითადად ხდება მწარმოებლის მიერ მოწოდებული და თურქეთიდან პარალელური იმპორტით შემოტანილი მარაგებით. ბაზრის ძირითადმა იმპორტიორებმა მედიკამენტი „დეპაკინ ქრონო“-ს იმპორტისთანავე განახორციელეს მისი განბაჟება, ყველა სტანდარტული  და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისობის შემოწმება და გაუშვეს მედიკამენტი რეალიზაციაში ქსელებსა და დამოუკიდებელ აფთიაქებში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მედიკამენტი „დეპაკინ ქრონო“-ს მოწოდება ხორციელდება შეფერხებით, რაც გამოწვეულია მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესით და მომარაგებით. ასევე ვაცხადებთ, რომ ამ მედიკამენტის მოწოდება პარალელური იმპორტის რეჟიმით თურქეთიდანაც ვერ ხორციელდება, ვინაიდან მისი ღირებულება აღემატება რეფერენტულ ფასს. საერთო ჯამში, დისტრიბუტორებს მიეწოდება შეკვეთილი რაოდენობიდან  20-იდან 30 პროცენტამდე  მედიკამენტი, ისიც შეფერხებებით. ამ პროცესში ვერანაირად ვერ მოხდება იმპორტიორ კომპანიებზე ისრების გადატანა და მათი მისტიკურ გარიგებებსა  თუ საბოტაჟში დადანაშაულება.

საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა გახდეს ის ფაქტიც, რომ არასწორი რეგულირების სისტემის გამო, რეფერენტული ფასის დადგენის შემდეგ, ვერ ხორციელდება ეპილეფსიის საწინააღმდეგო  სხვა მედიკამენტების იმპორტი აღნიშნიული ჯგუფიდან:  ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი  50მგ #56, ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #56, ტეგრეტოლი CR ტაბლეტი 200მგ #20, ტეგრეტოლი ტაბლეტი 200მგ /TR/ #24, ფინლეპსინი ტაბლეტი 200მგ #50, ფინლეპსინი რეტარდი ტაბლეტი 200მგ #50, კარბამაზეპინი ტაბლეტი 200მგ #100, ლამიქტალი ტაბლეტი  50მგ #30, ლამიქტალი ტაბლეტი 100მგ #30, ლამიქტალი ტაბლეტი  25მგ #30, ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი  25მგ #56 .

გაგიზიარებთ იმ ინფორმაციასაც, რაც მ/წლის დასაწყისში განვითარდა. სამინისტრომ უარი განაცხადა მწარმოებლის მიერ აღნიშნული მედიკამენტის  გასაჩივრებულ ფასზე, რომელიც თავად სამინისტროს გამოთვლის მეთოდოლოგიასთანაც ვერ მოდიოდა შესაბამისობაში და მასზე რეფერნტული ფასი რჩება კრიტიკულ ნიშნულზე.

რომ არა სწორედაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, „დეპაკინ ქრონო“-სთან მიმართებითაც მსგავსი მდგომარეობა განვითარდებოდა, მაგრამ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ მედიკამენტის გარეშეც პაციენტების დატოვება და მხოლოდ მწარმოებლისა და ქართველი დისტრიბუტორების სოციალური პასუხისმგებლობის და ურთიერთთანამშრომლობის ხარჯზე მოხდა „დეპაკი ხრონო“-ს შენარჩუნება ბაზარზე .

ნათლად იკვეთება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეფერნტული ფასწარმოქმნის მოდელი არის  ყველა ასპექტში ხარვეზიანი. იქნება ეს რეფერენტული ქვეყნების შერჩევა თუ ფასწარმოქმნის მექანიზმი და ა.შ. არ არის გათვალისწინებული  ის გამოწვევები და რისკები, რაც ქართულ ბაზარზეა შექმნილი. ყველაზე ხარვეზიანია ფასწარმოქმნის ფორმულა/მეთოდოლოგია, ფასების გამოყვანა სუბიექტური მიდგომითა და დაშვებების ფორმატში ხდება. ამ მეთოდოლოგიის ანალიზისას გაირკვა , რომ არსებული ფორმულით გამოყვანილი ფასი იმდენად შეუსაბამოა, რომ თავად  რეფერენტულ ქვეყნებშიც (საიდანაც უნდა იმპორტირდეს მედიკამენტი) თეორიულად ანალოგიური ფასების არსებობის შემთხვევაში, მედიკამენტების 90%  დატოვებდა ბაზარს.  ფასების ამ არასწორმა გამოთვლამ, განაპირობა სწორედ ის დეფიციტი, რაც ბაზარზე უკვე არის. მედიკამენტების დეფიციტური სია მომავალში გაიზრდება იმავე მარტივი მიზეზით , რაც არის არასწორად დასმული რეფერენტული ფასი. უბრალოდ ეს მედიკამენტები ვერ იქნება ფიზიკურად მოწოდებული ჩვენი ბაზრისთვის. ამ ეტაპზე , სამინისტროს მიერ, რეფერენტული ფასი დადგენილია 1620 დასახელების მედიკამენტზე, თუმცა დღეის მდგომარეობით საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ 600 დასახელებამდე მედიკამენტი.

ჯანდაცვის სამინისტრომ არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, პირველ რიგში რეფერენტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით ,რომელიც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არასწორად გატარებული რეფორმის შედეგად ბაზარზე უკვე დეფიციტურია მაღალი სანდოობისა და ხარისხის ევროპული მედიკამენტები.

ბაზარზე დარჩენილი ნაშთის (მიუხედავად იმ 6, 8 და 12 თვიანი წინასწარი მარაგებისა, რაც კომპანიებმა მ/წლის დასაწყისამდე შექმნეს ქვეყნისთვის) სრულად რეალიზაციის შემდგომ, საფასო პოლიტიკიდან და რეგულაციებიდან გამომდინერე, დისტრიბუტორები ვერ შემოიტანენ შემდეგ მედიკამენტებს:

ატროქსი 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

გლიფორი 1000მგ #100ტ

ლევიციტამი ტაბ. 250მგ N60

ადვანტანი ემულსია 0.1% 20გრ ტუბი #1

გლუკოტონი ტაბ. MR 30მგ N30 GMP

ლევიციტამი ტაბ. 500მგ N60

ადვანტანი კრემი 0.1% 15გრ ტუბი #1

გლუკოფაჟი ტაბ.  500მგ  N30

ლიპრიმარი ტაბ. 10მგ N100

ადვანტანი მალამო 0.1% 15გრ ტუბი #1

გლუკოფაჟი ტაბ.  500მგ  N60

ლიპრიმარი ტაბ. 20მგ N100

აზითრომიცინი ატრალი ტბ.500მგN3

დიგოქსინი ტაბ. 0.25მგ N50

ლოდიგრელი 75მგ #28ტ

აზითროსენსი ტაბ.500მგ N3

დილოქსოლი 75მგ #14ტ

მაკროფლუდი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ

აზოქსინი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ.

ესკოლანი ტაბლეტი 10მგ #30

მაქსაზიტი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ

ამვასტანი 10მგ #30ტ

ესკოლანი ტაბლეტი 20მგ #30

მაქსაზიტი 500მგ #3ტ

ამვასტანი 40მგ #30ტ

ვარფარინი-ნიკომედი ტაბლეტი 2.5მგ #100

მედროლი 4მგ #30

ამიოკორდინი ამპ. 150მგ/3მლ N5

ვარფარინი-ნიკომედი ტაბლეტი 2.5მგ #50

მედროლი ტაბ. 16მგ N50

ამიოკორდინი ტაბ. 200მგ N60

ვერაკოლი საინ. ფლ. 1გ

მეთიპრედი ლიოფილიზატი ს/ ხ მოს.250მგ ფ #1

ამლოკარდი სანოველი ტაბლეტი  5მგ #30

ზიტო სუსპ.200მგ/5მლ 30მლ ფლ

მელეფსინი 200მგ #50ტ

ამლოკარდი სანოველი ტაბლეტი 10მგ #30

ზიტო-500 ტაბ. 500მგ N3

მეტიპრედი ტაბლეტი 4მგ #30

ამლონორი 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)

ინსუპრიდი 2მგ #30ტ

ნიუცეფი 1გ ფლ+გამხსნელი 4მლ

ამლონორი 5მგ ტაბლეტი №30 (3X10)

ინსუპრიდი 3მგ #30ტ

ნობაქსინი ტაბ. 500მგ N3

ამლოციმი ტაბ.10მგ N100

ინსუპრიდი 4მგ #30ტ

რიზოპროლი 10მგ #30ტ

ამოქსიც.(ჰიკონ) 250მგ. N16

ინსუფორი 1000მგ #30ტ

სანაცეფი ფლ.1გ+ლიდოკაინი 3.5მლ

ამოქსიც.(ჰიკონ) 500მგ. N16

ინსუფორი 500მგ #30ტ

სეფიქსი 1000მგ ფლ. N1

ანოვისი ტაბ.1მგ N30

ინსუფორი 850მგ #30ტ

სოლუ-მედროლი ლიოფილიზატი ს/ხ მოს500მგ ფ+გ #1

ანოვისი ტაბ.2მგ N30

კარბამაზეპინი ტაბლეტი 200მგ #100

სოლუ-მედროლი ლიოფილიზატი ს/ხ მოს1000მგ ფ+გ #1

ანოვისი ტაბ.3მგ N30

კარდილოპინი  2.5მგ #30ტ

სპილაქტონი ტაბ.25მგ N20

ანოვისი ტაბ.4მგ N30

კარდოლაქსი ტაბ.  50მგ N30

სტავრა ტაბ. 20მგ N30

ატროქსი 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

კარუმ-სანოველი 75მგ #28ტ

სტაზექსი ტაბ.75მგ N10 GMP

ატროქსი 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

კლოპაცინი ტაბ.75მგ N28

ტანელები ტაბ. 5მგ N28

ატროქსი10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

კოლოქსეტი 500მგ #120ტ

ტარტრიაქსონი 1გ ფხვნილი ი.მ. საინიექციო და ი.ვ. საინიექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ბაქტოქსი კაფსულა 500მგ #12

კორდარონი ი/ვ ხსნარი /ს 150მგ/3მლ ამპულა #6

ტეგრეტოლი CR ტაბლეტი 200მგ #20

ბაქტოქსი ფხვნილი სუს.მოს. 125მგ/5მლ 60მლ ფ #1

კორდარონი ტაბ.200მგ N30 (თურქეთი პარ. რეჟ.)

ტეგრეტოლი ტაბლეტი 200მგ /TR/ #24

ბაქტოქსი ფხვნილი სუს.მოს.250მგ/5მლ 60მლ ფ #1

კორდიქსი 75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)

ტორნაქსონი 1გ/3.5მლ გამხსნელით

ბენოდილი 0.25მგ/მლ ინჰ.სუს.N20

კორექტინი ტაბ.  5მგ N30

ფინლეპსინი რეტარდი ტაბლეტი 200მგ #50

ბენოდილი 0.5მგ/მლ ინჰ.სუს.N20

კორვიტოლი(მეტოპრ)ტაბ. 50მგ N50

ფინლეპსინი ტაბლეტი 200მგ #50

ბიდოპი ტაბლეტი  5მგ #28

კორტაირი სუს0.25მგ/მლ 2მლ#20

ქსელოდა ტაბ. 500მგ N120-S

ბიდოპი ტაბლეტი 10მგ #28

კორტაირი სუს0.5მგ/მლ 2მლ#20

ცეპიკი 1გ ფლ

ბიოტრაქსონი ფლ.1გ N1

ლამიქტალი ტაბლეტი  25მგ #30

ცეფტრიოვიტა 1000მგ ფხვ+გამხ.

ბისენიუსი ტაბლეტი 10მგ #30

ლამიქტალი ტაბლეტი  50მგ #30

ციტოზარი ლიოფილიზატი ს/ხ მოს  100მგ ფ #1

ბისოპროლოლი-APO ტაბლეტი  5მგ #100

ლამიქტალი ტაბლეტი 100მგ #30

ხარტანი 50მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

ბისოპროლოლი-APO ტაბლეტი 10მგ #100

ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი  25მგ #56

გლემპიდი 2მგ #30ტ

ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი  50მგ #56

გლემპიდი 3მგ #30ტ

ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #56

გლემპიდი 4მგ #30ტ

ლევეტირაცეტამი ტაბ.1000მგ N50

აქვე დავსძენთ, რომ დისტრიბუტორებს ,მარაგების განაშთვის შემდგომ, ჯერ კიდევ არ აქვთ მიღებული 2024 წლისთვის დასტური შემდეგი მედიკამენტების მოწოდებაზე:

აზინფექსინი ტაბ.250მგ N6

ევალეპი ტაბ. 500მგ N50

აზინფექსინი ტაბ.500მგ N3

ევალეპი ტაბ.1000მგ N50

ათეროქსი 10მგ ტაბ. N30

ზენსონიდი 0.5მგ/2მლ 2მლN10საინ

ათეროქსი 20მგ ტაბ. N30

მედეოდექსი 1გრ ფლ+გამხს.

ათეროქსი 40მგ ტაბ. N30

მეპრილი ტაბ. 1მგ N30

ასფორმინი 850მგ ტაბ. N100

მეპრილი ტაბ. 2მგ N30

ასფორმინი ტაბ. 1000მგN100

მეპრილი ტაბ. 3მგ N30

ბიქსონი ფლ.1გ+3.5მლ გამხ.N1

მეპრილი ტაბ. 4მგ N30

ბუდესონიდი ინჰალერი 200მკგ

მოდიპინი ტაბ.  5მგ N30

ბუდესონიდი ცხვ.სპრ.100მკგ 10მლ

მოდიპინი ტაბ. 10მგ N30

ბუდესონიდი ცხვ.სპრ100მკგ.10მლ*

სალბუაირი 2.5მგ/2.5მლ ინ.სუN60

დილუტიქსი ტაბ.75მგ N28

სალბუაირი 5მგ/2.5მლ ინჰ.სუსN60

ევალეპი ტაბ. 250მგ N50

სალბურესტი სიროფი 100მლ

ამ ყველაფერს ემატება ასევე სხვა გარემოებებიც. მნიშვნელოვანია თურქეთის ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების 30 %-ით ზრდა ( ამ ეტაპზე). ამ  ფაქტორის გავლენა  ჩვენს ეროვნულ ვალუტის ქცევასთან ერთობლივად უნდა იქნეს გაანალიზებული. 

ასევე თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს ჩვენს მიერ მოთხოვნილი შეკვეთების რაოდენობის სრულ მოწოდებას , რაც რისკის ქვეშ დააყენებს პარალელური რეჟიმით თურქეთიდან იმპორტირებულ კიდევ რიგ მედიკამენტებს. აქვე უნდა გაგიზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციაც - ჩვენი მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანი, უახლოეს პერიოდში, დაუშვებს მედიკამენტების პარალელური რეჟიმით იმპორტს თავისი ბაზრისთვის, რაც ავტომატურად შექმნის დეფიციტს თავად თურქეთიდან განსახორციელებელ მედიკამენტების რაოდენობაზე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყვავის და უფრო მასშტაბურ ფორმებს იძენს შავი ბაზარი, რომელზედაც არც ხარისხი და არც ფასი არ რეგულირდება. ეს კი  ნამდვილად სიცოცხლისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევა და რისკია.

რეფერენტულ მოდელთან ერთად ხარვეზებით მუშაობს ონლაინ აღრიცხვის პროგრამა/პლატფორმაც, რომელშიც ყველა ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იყოს ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე , რეგულატორი და სექტორი, ამ პორტალის ტექნიკური გამართვის საკითხზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, სწორედ ამ აღრიცხვის ხარვეზიან ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ზემოაღნიშნული ქეისი მედიკამენტ „დეპაკინ ქრონო“-სთან დაკავშირებით.

გაუმართავი პროგრამის, ბოლომდე დაუმუშავებელი პროცედურებისა და სამუშაო პროცესების ხარვეზიანი გაწერის გამო, კომპანიები ყოველდღიურად გაუგონარი წნეხისა და პრობლემების  ფონზე ოპერირებენ. ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ თვალი გაუსწოროს არსებულ პრობლემებს, მოუსმინოს სექტორს, მიიღოს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის რეკომენდაციები ამ სამუშაო პროცესების გამართულად ოპერირებენ.

ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ თვალი გაუსწოროს არსებულ პრობლემებს, მოუსმინოს სექტორს, მიიღოს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის რეკომენდაციები ამ სამუშაო პროცესების გამართულად ოპერირებაზე, ჯანდაცვის სამინისტრო მიზანმიმართულ ბრალდებებს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გადაფაროს ის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომელიც ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებს ახლავს.

ფარმაცევტული სექტორი კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და კვლავაც მოემსახურება საქართველოს მოსახლეობას და ქვეყნის მოთხოვნებს, ეს კი მხოლოდ მარეგულირებელთან  ურთიერთთანამშრომლობით არის შესაძლებელი. 

მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაინაცვლოს კონსტრუქციულ სამუშაო და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმზე.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას და ყველანაირად ემიჯნება ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.