2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა 5%-ით ნაკლები ლუდი მოხარშეს, ვიდრე წინა წელს, უალკოჰოლო ლუდის წარმოება 13,5%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ევროპული სტატისტიკური სააგენტოს Eurostat-ის მონაცემები.
გერმანია ტრადიციული ლუდის უმსხვილესი მწარმოებელია - ევროკავშირის ლუდის 22,3% სწორედ გერმანიაში იხარშება. გერმანია გახდა ევროკავშირის ლიდერი უალკოჰოლო ლუდის წარმოებაშიც.
ევროკავშირის გარეთ ევროპული ლუდის ძირითადი მყიდველები არიან დიდი ბრიტანეთი (მთლიანი ექსპორტის 22,8%), აშშ (16,1%) და რუსეთი (8,4%).
სხვათა შორის, ბოლო დროს ევროპის ქვეყნებში ალკოჰოლზე უარის თქმა უფრო ხშირად დაიწყეს. მაგალითად, გერმანიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ლუდის მოხმარება 12%-ზე მეტით შემცირდა.