საქართველოს პრემიუმ საავტომობილო ბაზარზე ახალი ეტაპი იწყება. თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ჩინური პრემიუმ საავტომობილო ბრენდის, HONGQI-ს (ჰონცი), წარმომადგენლობა. ბრენდი, რომლის ისტორია 1958 წლიდან იწყება, აერთიანებს ელეგანტურობას, გამორჩეულ დიზაინს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და შესრულების მაღალ ხარისხს და ქართველ მომხმარებელს საავტომობილო პრესტიჟის ახალ ფორმას სთავაზობს.
HONGQI-ს ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში E-Auto-ა, რომელმაც ბრენდის ახალი შოურუმი და ავტორიზებული სერვისცენტრი გახსნა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალურ ავტომობილებს, მწარმოებლის გარანტიას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, პროფესიონალურ ტექნიკურ მომსახურებასა და სრულ გაყიდვის შემდგომ მხარდაჭერას.
„HONGQI - პრესტიჟის ახალი ფორმა“, სწორედ ამ გზავნილით შემოდის ბრენდი საქართველოს ბაზარზე. HONGQI-ს მიზანია, პრემიუმ ავტომობილების მიმართ არსებული წარმოდგენები შეცვალოს და მომხმარებელს შესთავაზოს დახვეწილი დიზაინის, კომფორტის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კონკურენტული ფასის გამორჩეული კომბინაცია.
„პრესტიჟი მხოლოდ სახელი ან სიმბოლო არ არის. ეს არის თავდაჯერებულობა, კომფორტი და გამორჩეულობის შეგრძნება, რომელსაც ავტომობილი მის მფლობელს ანიჭებს. HONGQI-ს შემოსვლით ქართველ მომხმარებელს ვაცნობთ საავტომობილო ბრენდს, რომელიც ამ ღირებულებებს თაობების განმავლობაში განასახიერებს“, — აცხადებს E-Auto Georgia-ს დირექტორი არჩილ ხოჯაშვილი.
„ჩვენი მიზანია, ქართველ მომხმარებელს პრემიუმ სეგმენტში ახალი არჩევანი შევთავაზოთ — ავტომობილები, რომლებიც გამორჩეულ ისტორიას, დიზაინსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს მიმზიდველ ღირებულებასთან აერთიანებს.
საქართველოში HONGQI-სთვის ახალ სივრცეს ვქმნით, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ახლოს გაიცნოს ბრენდი, მისი ღირებულებები და მიდგომები და ჩვენთან გრძელვადიანი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს“.
ათწლეულების განმავლობაში HONGQI-ს ავტომობილები ჩინეთში პრესტიჟისა და ეროვნული სიამაყის სიმბოლოდ იქცა. ისინი ემსახურებოდა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერებს და გამოიყენებოდა მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრების მისაღებად.
დღეს ეს გამორჩეული ისტორია საავტომობილო ინოვაციების ახალ თაობას უკავშირდება და ბრენდისთვის დამახასიათებელი პრემიუმ გამოცდილებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელს სთავაზობს.
„საქართველო HONGQI-ს საერთაშორისო განვითარების გზაზე ახალ და მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ბრენდის მდიდარი ისტორია, გამორჩეული დიზაინი და თანამედროვე ტექნოლოგიები მსოფლიოს კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს გავაცნოთ.
E-Auto-სთან ჩვენი პარტნიორობა მრავალწლიან ნდობას, საერთო ღირებულებებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას ეფუძნება. ერთად შევიმუშავეთ წარმატებული თანამშრომლობის მოდელი, რომელიც ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას, პროფესიონალურ მომსახურებასა და მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობას აერთიანებს. გვჯერა, რომ ეს გამოცდილება საქართველოში წარმატებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.
მოხარულები ვართ, რომ ქართველ მომხმარებლებს HONGQI-ს სამყაროში ვიწვევთ და შესაძლებლობას ვაძლევთ, თავად აღმოაჩინონ ელეგანტურობა, ინოვაცია და პრემიუმ ავტომობილის მართვის ნამდვილი სიამოვნება“, — განაცხადა HONGQI-ს მშობელი კომპანიის, FAW-ის აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების გენერალური მენეჯერის მოადგილემ, ლუ ჟიგუანგმა.
HONGQI-მ განვითარების მნიშვნელოვანი გზა გაიარა — ეროვნული პრესტიჟის სიმბოლოდ ჩამოყალიბებული ბრენდი დღეს საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად ვითარდება. ის ინარჩუნებს საკუთარ ისტორიულ იდენტობას და ამავდროულად აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, მოწინავე საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და ახალ საავტომობილო ტექნოლოგიებს.
ბრენდის განვითარების ახალი ეტაპი 2018 წელს დაიწყო, როდესაც HONGQI-ს დიზაინის მიმართულებას შეუერთდა ჯაილს ტეილორი (Giles Taylor) — Rolls-Royce-ის ყოფილი დიზაინის დირექტორი, რომელსაც მანამდე Jaguar-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც ჰქონდა. მან ბრენდის გლობალური დიზაინის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ოთხი მოდელი — პრესტიჟის ოთხი განსხვავებული გამოხატულება
საქართველოს ბაზარზე HONGQI ოფიციალურად ოთხი მოდელით არის წარმოდგენილი: H9, HS3, H5 და E-QM5. მოდელების მრავალფეროვნება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, არჩევანი გააკეთოს პრემიუმ სედანებს, თანამედროვე SUV-სა და სრულად ელექტრო ავტომობილს შორის.
ფლაგმანური H9-ის შთამბეჭდავი დიზაინიდან და დახვეწილი ელეგანტურობიდან დაწყებული, HS3-ის თანამედროვე და მრავალმხრივი შესაძლებლობებით დასრულებული, HONGQI-ს მოდელების ასორტიმენტი განსხვავებული ცხოვრების სტილისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლებს პასუხობს, ბრენდისთვის დამახასიათებელი იდენტობისა და ხარისხის შენარჩუნებით.
ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, HONGQI მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებასაც სთავაზობს — ერთი თვის განმავლობაში ყველა მოდელზე იმოქმედებს ფასდაკლება 5%-დან. ეს შეთავაზება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ბრენდის ავტომობილები კიდევ უფრო მიმზიდველ ფასად შეიძინოს.
HONGQI Georgia-ს ოფიციალური შოურუმი მდებარეობს თბილისში, თ. შეშელიძის ქუჩის №10-ში. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გაეცნონ წარმოდგენილ მოდელებს, თავად შეაფასონ ავტომობილები და აღმოაჩინონ საავტომობილო პრესტიჟის ახალი ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ HONGQI-ს ოფიციალურ ვებგვერდს: www.hongqi-georgia.ge