ძალიან წარმატებული ოჯახები ჩამოდიან აშშ-ში, საქართველოში ყიდიან ყველაფერს და მოდიან ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად, - ამის შესახებ bm.ge­-ის ეთერში ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ის თანადამფუძნებელმა ეკატერინე ეგუტიამ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში ქართველების მასობრივად წასვლის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში პერსპექტივას ვერ ხედავენ.

„ძალიან წარმატებული ოჯახები ჩამოდიან აშშ-ში... საქართველოში ყიდიან ყველაფერს და მოდიან ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად, რადგან იქ (საქართველოში) პერსპექტივას ვერ ხედავენ. მათი რიცხვი წარმოუდგენლად დიდია" - განაცხადა ეკატერინე ეგუტიამ.