თბილისში, ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე – “Welcome to Georgia” დაჯილდოებაზე, რომელიც წელს იუბილეს ზეიმობდა, გამოვლინდნენ სექტორის წარმატებული კომპანიები და ბრენდები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაცია იყო „საუკეთესო ქართული რესტორანი საზღვარგარეთ, სადაც გამარჯვება მოიპოვა დუბაიში მდებარე რესტორანმა Qartuli Authentic Georgian.

დაჯილდოების ჟიურის თქმით, Qartuli Authentic Georgian არამხოლოდ ავთენტური ქართული სამზარეულოს ხარისხით გამოირჩევა, არამედ სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ქართულ კულტურას გაეცნონ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და მრავალფეროვან ქალაქში.

„ეს გამარჯვება ჩვენთვის უდიდესი პატივია. ჩვენი მიზანია, დუბაიში მცხოვრებ და ქალაქში სტუმრად მყოფ ადამიანებს გავაცნოთ საქართველო – მისი სამზარეულო, ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა. ყოველი სტუმრისთვის ეს არის შესაძლებლობა, პატარა მოგზაურობა განიცადოს ქართულ კულტურაში,“ – აცხადებენ Qartuli Authentic Georgian-ის წარმომადგენლები.

აღნიშნული წარმატება ნათლად უსვამს ხაზს, რომ ქართული კულინარია საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო მეტ აღიარებას იმსახურებს და საქართველოს როგორც გემოს, ასევე კულტურის მხრივ შეუძლია გახდეს გლობალური ბრენდი.

დამატებითი ინფორმაცია:
Qartuli Authentic Georgian – დუბაიში მდებარე რესტორანი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ტრადიციული ქართული კერძების მრავალფეროვნებას და ავთენტურ გამოცდილებას.